სილამაზე ძვირადღირებული პროცედურების გარეშე- ირმა სოხაძე
ირმა სოხაძე მარტივ რჩევებს გვიზიარებს თავის მოვლისა და სასურველი წონის შენარჩუნების შესახებ. მომღერალი წლებია, სასურველ წონას ინარჩუნებს, გადასარევად გამოიყურება და სულ ფორმაშია. გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მას ამისთვის არც მტანჯველი დიეტების დაცვა უწევს, არც კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება და არც სილამაზის სალონებში ხშირი ვიზიტი. მისი ახალგაზრდობის, ფორმაში ყოფნისა და ხიბლის მთავარი საიდუმლო მისსავე ხასიათსა და იმ ყოველდღიურ თავის მოვლის მარტივ რუტინაშია, რომელსაც სახლის პირობებში აკეთებს და ჩვენს მკითხველსაც უზიარებს.
მომღერალი სახლის პირობებში იწესრიგებს ფრჩხილს, იკეთებს მანიკიურ-პედიკიურს და თმასაც საკუთარი ხელით იღებავს. არ იყენებს ძვირადღირებულ პროდუქტებს, დამატენიანებელს და მკვებავს ერთმანეთში ურევს,ამატებს ზეთოვან A და E ვიტამინს, ესაა მთელი მისი სახის მოვლის რუტინა. და ახალგაზრდობის საიდუმლო. მთავარი ელემენტი და პოზიტიური განწყობა და სიცოცხლის სიყვარულია.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები