ახალშობილი ბავშვი ეტლში თოვლიან ამინდში სკანდინავიაში

სკანდინავიაში სპეციალურად ტოვებენ მძინარე ახალშობილებს ყინვაში. აი რატომ.

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ყველა კარგი მშობლისთვის ბავშვის ჯანმრთელობა, კომფორტი და უსაფრთხოება ყველაზე დიდი პრიორიტეტია. მამის და დედის ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როცა ის სრულიად დაუცველია. ამიტომაც, ბევრი ახალბედა მშობელი თვიდან პარანოიკი ხდება.

ხშირად მშობლებს სიცივეში ბავშვების გასეირნება ეშინიათ, მაგრამ სკანდინავიელები მათ რიგში არ არიან. მეტიც, ისინი პირიქით იქცევიან.

ეტლშ მწოლიარე ბავშვი თოვლიან ეზოში იქ ჩვეულებრივი მოვლენაა. სტოკჰოლმშიც კი დედები აუცილებლად ასეირნებენ სიცივეში პატარა ჩვილებს.

არ დაგავიწყდეთ, რომ საუბარია ყინვაზე, როცა სხვაგან გარეთ არც შინაურ ცხოველს უშვებენ. სიცივე, თოვლი, ქარი, პატარასთვის საუკეთესო მდგომარეობა არ უნდა იყოს.

შვეიცარიაში და მეზობელ ქვეყნებში კი თვლიან, რომ პატარას ყინვა ვერაფერს უზავს. ადგილობრივი დედები მშვიდად ასეირნებენ ბავშვებს.

ზოგიერთი დედა ამბობს, რომ ეს მეთოდი პატარებს უხდებათ. ქალი, რომლის შვილსაც 3-4 სთ გარეთ ეძინა, ამტკიცებს, რომ ახლა მის ვაჟიშვილს ვერანაირი სურდო ვერ ერევა.

სინამდვილეში სკანდინავიელი მშობლების ქმედება ტრადიციებითაა ნაკარნახები. ქალები ამას დედებისგან და ბებიებისგან სწავლობენ, რომლებსაც ინსტრუქცია ასევე მშობლებისგან აქვთ მიღებული.

ამ ტრადიციას საბავშვო ბაღებშიც მისდევენ.

რეალურად, ბავშვი ოთახში უფრო მარტივად შეიძლება დაავადდეს, ვიდრე გარეთ. ყველასთვის ნაცნობია, რომ საკმარისია ერთმა ბავშვმა დააცემინოს, მეორე დღეს მთელი ჯგუფია ავად.

კვლევებმა დაამტკიცა, რომ ბავშვებს გარეთ უფრო დიდხანს და ღრმად სძინავთ, ვიდრე ყველასთვის ნაცნობ პირობებში.

ბავშვები ეტლში კარგად უნდა იყვნენ ტანსაცმლით ჩამთბარი. სკანდინავიაში შემდეგი გამოთქმაა გავრცელებული: არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს მხოლოდ არასაკმარისად ჩაცმული ხალხი.

პედიატრებიც ხშირად აღნიშნავენ: ჩვილებში ნივთიერებათა ცვლა უფრო ინტენსიურია, ვიდრე დიდებში და ბავშვი სითბოს უფრო გამოყოფს.

აღსანიშნავია, რომ თბილად ჩაცმული ბავშვები, რომლებიც სიცივეს ეჩვევიან, ხშირად ძალიან ჯანმრთელი ადამიანები ხდებიან.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). სკანდინავიაში სპეციალურად ტოვებენ მძინარე ახალშობილებს ყინვაში. აი რატომ.. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  წამლების სრული სია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში!
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის