გაზრდასთან ერთად ვიწყებთ უკეთ გარკვევას როგორც ადამიანებში, ისე საკუთარ თავში. გვაქვს როგორც ნათელი, ისე ბნელი მხარე. ამჟამად დადებითზე მოგითხრობთ. ეს ტესტი ამაშუ დაგეხმარებათ
ტესტი თქვენი დადებითი თვისებების შესახებ გვიამბობს. შეხედეთ ფოტოს და იპოვნეთ ცხოველი. რომელიც პირველი მოგხვდებათ თვალში, ქვევით მისი ახსნა მოძებნეთ.
კოალა
თქვენი საუკეთესო მახასიათებელი შინაგანი ძალაა. შეიძლება საშინლად ზრდილობიან და ნაზ ადამიანად მოეჩვენოთ, მაგრამ ისინი, ვინც კარგად გიცნობენ, იციან თქვენთვის გზის გადაჭრა მაინც არ ღირს. ტანკით გადაუვლით მას, ვინც თქვენს წყენინებას თამამად გადაწყვეტს. თქვენი მოტყუება ადვილი არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ჟირაფი
თქვენი დადებითი თვისება სიმშვიდეა. სანამ სხვები ათას წვრილმანზე ნერვიულობენ, თქვენ სიწყნარეს ინარჩუნებთ. თქვენი შენიშენა ზოგადად ძალიან რთულია. ასეთი მკაცრი ნერვული სისტემის ნამდვილად უნდა შურდეთ. ადამიანებს თქვენთან დროის გატარება უყვართ, რადგანაც ამ სიმშვიდით თითქოს მათ დატენვას ახერხებთ.
ღორი
თქვენი პრივილეგია იუმორის გრძნობაა. არ აქვს მნიშვნელობა სახლში იმყოფებით, სამსახურში, წვეულებაზე თუ საავადმყოფოში, ხუმრობის თქმას არასდროს იშლით. ყველა სიტუაციას შეგიძლიათ იუმორით შეხედოთ, ეს გეხმარებათ გადარჩეთ.
იხვი
თქვენი ყველაზე დადებითი უპირატესობა ერთგულებაა. თუ ვინმეს ერგო იმის ბედნიერება, რომ თქვენი მეგობარი გახდეს, ამ ადამიანთან სიკვდილამდე იმეგობრებთ, ახლობლებმა იციან, რომ მუდამ შეუძლიათ დაგეყრდნონ. ამის გამო გაფასებენ ყველაზე მეტად.
კატა
თქვენი საუკეთესო თვისება საუბრის წარმართვის ცოდნაა. მოსმენა ნამდვილად გაინტერესებთ. ეს არ ნიშნავს, რომ დაუსრულებლად ლაპარაკობთ, პირიქით, ყოველი თქვენი სიტყვა ოქროა და საქმეზე მტკიცედ საუბრობთ. ისღა დაგრჩენიათ დაამარცხოთ ბუნებრივი სიმორცხვე, რადგანაც თქვენგან არაჩვეულებრივი ორატორი დადგება.
სპილო
თქვენი უპირატესობა ადამიანების თქვენკენ მიზიდვის ცოდნაა. თავიდან ბოლომდე ექსტროვერტი ხართ, მარტოობას სასტიკად ვერ იტანთ. ბევრი საინტერესო ადამიანით გარშემორტყმას მიჩვეული ხართ, მათგან გამოცდილებას იღებთ.
დათვი
თქვენი ყველაზე კარგი მახასიათებელი სიმამაცეა. ძალიან იშვიათი ხასიათის თვისება. ადამიანებს ჰგონიათ, რომ შიში თქვენთვის ნაცნობი არაა, თუმცა ეს მთლად ასე არაა. მხოლოდ სრულ იდიოტს არ ეშინია არაფრის. უბრალოდ თქვენ მამაცად ხვდებით ყველა შიშს და წინ მაღლა აწეული თავით მიდიხართ. ასე გააგრძელეთ!
ბუ
თქვენი ყველაზე დასაფასებელი პრივილეგია ინტელექტია. ადამიანები ხშირად მოსიარულე ენციკლოპედიას გიწოდებენ, მაგრამ თქვენ არამხოლოდ აგროვებთ ცოდნას, არამედ მათი პრაქტიკული გამოყენების გზებს ეძებთ. არასდროს გბეზრდებათ რაიმე ახალის შეცნობა.
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi