ხელის სკრაბი ნუშის ზეთით და ბრინჯით მინის ქილაში

ბაღში გატარებული დღის შემდეგ გამოკვებეთ ხელები ადვილად გასაკეთებელი ხელის სკრაბით!

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

დაღლილი და ჭუჭყიანი ხელებისთვის

სკრაბი შეიცავს ამქერცლავ დაფქულ ბრინჯსა და პემზის ფხვნილს,რაც მყარ, თუმცა ნაზ კონსისტენციას იძლევა. ნუშის ზეთი მკვებავია და ზეითუნის ზეთთან შერეულს შეუძლია დაარბილოს, დაამშვიდოს, განკურნოს და დაიცვას კანი. როზმარინის ეთერზეთის მასტიმულირებელი მოქმედება შესანიშნავია დაღლილი და გადაქანცული კუნთებისთვის.

ინგრედიენტები

როზმარინის ეთერზეთი

მაცოცხლებელი და დამათბობელი, ეს ზეთი შესანიშნავია გადაღლილი ხელებისთვის.

პემზის ფხვნილი

ეს სახეხია, რომელიც მკვდარ კანს აცილებს და აცოცხლებს.

ზეითუნის ზეთი

მწვანე ზეთის ხილი-ის სურათის შედეგი

ეს ზეთი კვებავს, ამშვიდებს, არბილებს, იცავს და კურნავს კანს.

ნუშის ზეთი

ეს მკვებავი და ანთების საწინააღმდეგო ზეთია.

დაფქული ბრინჯი

ბრინჯის ფქვილი-ის სურათის შედეგი

ნაზი სახეხია კანის მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად.

 

 

50 გრამი კრემის რომ მოვამზადოთ საჭიროა:

დაფქული ბრინჯი 1 ს/კ

პემზის ფხვნილი 1 ს/კ

ნუშის ზეთი 1 ს/კ

ზეითუნის ზეთი 1 ს/კ

როზმარინის ეთერზეთი 10 წვეთი

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ერთად და აურიეთ.

გადაიტანეთ მინის ქილაში და თავდახურული ბნელ ადგილას შეინახეთ.

შენახვის ვადა 3 თვე.

შეიზილეთ  მუშაობის შემდეგ ხელის კანში 1-2  წუთის განმავლობაში. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით რომელიმე ხელის დამარბილებელი კრემი.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ბაღში გატარებული დღის შემდეგ გამოკვებეთ ხელები ადვილად გასაკეთებელი ხელის სკრაბით!. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  მარტივი ეფექტური ნიღაბი ლამინირებული თმისთვის.
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის