ქალი კისრის შემოწმებისას ექიმთან, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკა

ბრავო ექიმო! ქირურგმა ქალი სიკვდილისგან იხსნა, როცა ტელევიზორში დაინახა და კიბოს ნიშნები ამოიცნო

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

კიბოს ყოველთვის ხილული ნიშნები არ აქვს, მაგრამ როცა აქვს, მაგ შემთხვევაშიც უნდა იცოდე რას მიაქციო ყურადღება. ერთმა ნიუ-იორკელმა ექიმმა ეს ისე ბრწყინვალედ იცოდა, რომ ქალის სიცოცხლე უჩვეულოდ იხსნა.

როგორ მოხდა ეს

ექიმი ერიკ ვოიტი ერთ-ერთ არხზე სატელევიზიო პროგრამა Beachfront Bargain Hunt -ს უყურებდა, როცა ერთ-ერთ ქალს კისერზე რაღაც უცნაური შენიშნა. ქირურგი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ქალს ცხოვრებას მოუსპობდა, რადგანაც ფარისებრი ჯირკვლის კიბო იყო. არ იცოდა როგორ დაკონტაქტებოდა და ფეისბუქზე სტატუსი დაწერა, იმედოვნებდა, რომ ვინმე ამ ქალბატონს ხმას მიაწვდენდა.

მართლაც, სოციალური ქსელის მეგობრების წყალობით, ეს ქალი, ნიკოლ მაკგინესი, რომელსაც თავად ფეისბუქი არ ჰქონდა, მიიღო რჩევა სპეციალისტი ენახა. მან ბიოფსია ჩაიტარა და ტესტებმა ერიკის აზრი გაამყარა: ეს მართლაც ფარისებრი ჯირკვლის კიბო იყო.

მაკგინესს უკვე გადატანილი ჰქონდა ტვინის კიბო და ვერ იჯერებდა, რომ მსგავსი რამ ისევ შეემთხვა და სასწრაფოდ მკურნალობა დაიწყო. ადრეულ სტადიაზე გამოვლენის გამო, ყველაფერი კარგად გაგრძელდა.

ტელევიზია ABC-მ ექიმი და ქალბატონი “დილამშვიდობისა ამერიკაში” მოიწვია. როცა მაკგინესმა ექიმი დაინახა გულმხურვალედ ჩაეხუტა. ის საოცრად ემადლიერებოდა ვოიტს.

ფარისებრი ჯირკვლის სიმპტომები

  • ამობურცული კისერზე
  • შეშუპება კისერზე;
  • ტკივილი კისრის წინა მხარეს, ხანდახან ყურებისკენ;
  • ჩახლეჩილი ხმა ან უბრალოდ ხმის ცვლილებები;
  • გადაყლაპვის სირთულე;
  • სუნთქვის სირთულე;
  • მუდმივი ხველა.

თუ რომელიმე მაინც აღგენიშნებათ, მიმართეთ ექიმს.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ბრავო ექიმო! ქირურგმა ქალი სიკვდილისგან იხსნა, როცა ტელევიზორში დაინახა და კიბოს ნიშნები ამოიცნო. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9d-%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ქალი, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ორივეთი ორსულად არის — 50 მილიონში ერთი შემთხვევა
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის