ლურჯი ბრილიანტის ყელსაბამი ტიტანიკის ფილმიდან, ჰოუპის ალმასის ინსპირაცია

დაწყევლილი ბრილიანტი- სამკაული რომლის ინსპირაციითაც ტიტანიკი გადაიღეს

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ალბათ, ეს ულამაზესი ბრილიანტის ყელსაბამი “ტიტანიკიდან” გეცნობათ.

ფილმში მას “ოკეანის გული” უწოდეს, მაგრამ ეს ბრილიანტი  სინამდვილეში “ჰოუპის ალმასის” პროტოტიპია, რომელთანაც არაერთი ადამიანის სიკვდილია დაკავშირებული.

ცნობილია, რომ ეს ბრილიანტი ფრანგმა ვაჭარმა ჟან-ბატისტ ტავერნიემ მოიპარა და ინდოეთიდან ვერსალის სასახლეში ჩაიტანა. ტავერიემ სპარსეთისკენ მიმავალ გზაზე, ერთ-ერთი ექსპედიციის დროს გადაწყვიტა, ინდოეთში, გოლკონდაში ჩასულიყო, რომელსაც ძველად ბრილიანტით მდიდარ მხარედ თვლიდნენ. როგორც ცნობილია, ეს ბრილიანტი, ლურჯი ალმასი ქალღმერთ ზიტას ქანდაკებას ამშვენებდა და მისი მარცხენა თვალი სწორედ ლურჯი ქვით იყო ამოვსებული.

ტავერნიემ კი ქანდაკებიდან აღნიშნული ქვის მოპარვა შეძლო. თუმცა, ვაჭარმა მაშინ ბრილიანტის თვლის წყევლის ისტორია არ იცოდა… ლეგენდის თანახმად, ვიდრე ქანდაკებაში ბრილიანტის ნაცვლად ამ ქვას მოათავსებდნენ, იქამდე მსხვერპლშეწირვის რიტუალს ასრულებდნენ და ადამიანისა და ცხოველების სისხლს ასხამდნენ. ქურდობის შემდეგ, ღმერთის ქანდაკებამ დაწყევლა ყველა, ვინც აღნიშნულ ძვირფას ქვას გამოიყენებდა…

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). დაწყევლილი ბრილიანტი- სამკაული რომლის ინსპირაციითაც ტიტანიკი გადაიღეს. 8 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  შორენა ბეგაშვილი თხოვდება -,, yes, I said yes! "
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის