ჯანსაღი 1400 კალორიის დღიური მენიუ ცილებით ბოსტნეულით და მთლიანმარცვლიანი პროდუქტებით

დაიცავით ყოველდღე ეს 1400 კალორიის მენიუ და საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

დღის განმავლობაში კალორიების დეფიციტს წონის კლებასთან მივყავართ. მნიშვნელოვანია არამხოლოდ მიღებული საკვების რაოდენობის შემცირება, არამედ მისი სარგებლიანობის შენარჩუნება. ეს მარტივი საქმე არაა. ორგანიზმს ნორმალური სიცოცხლისუნარიანობისთვის ცილა, ცხიმი და ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები სჭირდება.

დიეტური მენიუს დღიური კალორიულობა 1400 უნდა იყოს. ცილა/ცხიმი/ნახშირწყლების შეფარდებით 40/20/40-ზე. ასეთი მენიუ გახდომისთვის და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ოპტიმალურად ითვლება. როგორ შევადგინოთ ის სწორად?

მენიუ გახდომისთვის სახლის პირობებში

წარმოგიდგენთ ბალანსირებულ რაციონს 2 დღისთვის. ის გათვლილი ადამიანებზე, რომლებიც სახლში იკვებებიან და ხელმისაწვდომ პროდუქტებს იყენებენ.

პირველი დღე

საუზმე: 30 გ შვრიის ფაფა, 1 კვერცხი, 25 გ უცხიმო ხაჭო ან ყველი, 1 ნაჭერი მთლიანმარცვლიანი პური.

ლანჩი: 100 გ იოგურტი შაქრის გარეშე, 30 გ ნებისმიერი თხილი.

სადილი: 150 გ წიწიბურა, 200 გ მოხარშული ქათმის ფილე, 200 გ ნედლი ბოსტნეული ან სალათა ზეითუნის ზეთით.

წახემსება: 1 ვაშლი, 25 გ თეთრი ყველი, 1 ნაჭერი მთლიანმარცვლოვანი პური.

ვახშამი: 150 გ უცხიმო ხაჭო.

მეორე დღე

საუზმე: 200 გ ყველის ღვეზელი, 1 კვერცხი. ყველის ღვეზელი მოამზადეთ უცხიმო ხაჭოსგან, 2 ს.კ. ბრინჯის ფქვილისგან და მუჭა ქიშმიშისგან.

ლანჩი: 150 გ ხილის სალათა.

სადილი: 200 გ ბრინჯი, 150 გ შემწვარი, გამომცხვარი ან მოხარშული თევზი, 200გ ბოსტნეულის სალათა.

წახემსება: 150 გ იოგურტი, 1 ნაჭერი მთლიანმარცვლოვანი პური.

ვახშამი: 200 გ მოხარშული რაგუ, 150 გ ჩათუშული ქათამი. რაგუ მოამზადეთ მზესუმზირის ზეთზე.

იკვებეთ ერთსა და იმავე დროს ერთნაირი ინტერვალებით, დაახლოებით ყოველ 3-4 საათში. ასევე დალიეთ 2 ლიტრი სითხე დღეში: წყალი ან ბალახის ჩაი. გაითვალისწინეთ, რომ ფრეშები და წვენები კალორიულია.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). დაიცავით ყოველდღე ეს 1400 კალორიის მენიუ და საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94-%e1%83%94%e1%83%a1-1400-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  დიეტა “მრავალწერტილი”: პირველ 4 კილოს ერთ კვირაში იკლებ. შემდეგ ნელნელა გაკლდება კილოგრამები.
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის