სხვადასხვა დანამატებიანი წყლის ჭიქები - დარიჩინი, ლიმონი, მარილი

დანამატები, რომლებიც წყალს სასიამოვნო გემოს აძლევენ და ხელს უწყობენ ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის შენარჩუნებას.

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ალბათ არაერთხელ გსმენიათ, რომ კვებასთან ერთად აუცილებელია დაიცვათ სასმელი რეჟიმი. იგი ხელს უწყობს წყლის ბალანსის შენარჩუნებას ორგანიზმში, სასარგებლო გავლენას ახენს სისხლის მიმოქცევის სისტემაზე და სილამაზეზე. აღმოჩნდება, რომ სხვადასხვა პროდუქტებთან და ასაკთან ერთად წყალს შეუძლია გაახანგრძლივოს თქვენი ახალგაზრდობა.  ეს არ არის მხოლოდ  ჩვეულებრივი ლიმონის და თაფლის ნაზავი, რომლებიც წყალს აძლევს სასიამოვნო გემოს და ძალიან სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის.

წყლის სასარგებლო თვისებები

შეშუპების წინააღმდეგ

შეშუპება, რომელიც არა მარტო აფუჭებს თქვენს გარეგნულ იერს დილით, არამედ ხელს უწყობს სახეზე ნაოჭების გაჩენას, დალიეთ ჰიმალაის მარილიანი წყალი. ჩვეულებრივი მარილისგან განსხვავებით, ის ორგანიზმში წყალს არ აჩერებს. ხელს უშლის შეშუპების ფორმირებას. გარდა ამისა, ეს წყურვილის გრძნობაზე  უკეთესად მოქმედებს, ვიდრე ლიმონიანი წყალი.

ჰიმალაის მარილი, იგივე ვარდისფერი მარილი მდიდარია სასარგებლო  მინერალებით და აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. ამიტომ, ეს წყალი გიცავთ ყელის ტკივილისგან. ერთ ლიტრ სუფთა წყალს თქვენ უნდა დაამატოთ 1/4 ჩ/კ. ჰიმალაის მარილი.

 

ტკბილეულისადმი მიდრეკილების წინააღმდეგ

დარიჩინი – შენი მხსნელი ტკბილეულის სიყვარულისგან. ეს სასმელი, შეესაბამება ორივე კატეგორიის ადამიანს (გამხდარს და მსუქანს), ვისაც სურს მინიმუმამდე დაიყვანოს შაქრის მოხმარება. დარიჩინი წყალს აძლევს თავის სასარგებლო თვისებებს: აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს.

ღამით დააყენეთ 5 დარიჩინის ჩხირი 2ლ. წყალზე.  დილით მიირთვით გემრიელი და ჯანსაღი სასმელი. დალიეთ მაშინ, როცა მოგშივდებათ. ეს ხელს შეუწყობს ნაკლები საკვების მიღებასაც.

დანამატები, რომლებიც წყალს სასიამოვნო გემოს აძლევენ და ხელს უწყობენ ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის შენარჩუნებას.

აკნეს წინააღმდეგ

გარდა იმისა, რომ ქლოროფილი მოქმედებს, როგორც ბუნებრივი დეოდორანტი, აუმჯობესებს მონელების პროცესს და წმენდს ორგანიზმს, წყალი თხევადი ქლოროფილით ამცირებს ბაქტერიების რაოდენობას და მის გამომწვევ აგენტებს. იგი ასევე ხელს უწყობს ჭრილობებისა და ნაწიბურების სწრაფ მკურნალობას და ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. ასეთი კოქტეილი თქვენი საუკეთესო მოკავშირე იქნება სუფთა კანისთვის ბრძოლაში. გახსენით 1 ჩ/კ თხევადი ქლოროფილი ჭიქა წყალში.

READ  კანის დაავადებებმა, შეიძლება, ძილის პრობლემები გამოიწვიოს - კვლევა

 

ნაოჭების წინააღმდეგ

კურკუმა ცნობილი ანტიოქსიდანტი და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტია. ის აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და ამ თვისებას წყალშიც კი ინარჩუნებს. გარდა ამისა აუმჯობესებს სახის ფერს და არეგულირებს მადას. გააზავეთ კურკუმა თბილ წყალში და მიიღეთ დილით, 3 თვის  მანძილზე, გაიმეორეთ  2 კვირის შემდეგ.  ჭიქა წყალს დაუმატეთ 1 ჩ.კ. მეოთხედი ან ნახევარი კურკუმა.
შეგიძლიათ წყალს დაამატოთ სხვადასხვა მწვანილი და ხილი, უფრო სასიამოვნო გემოს მისცემს და განწყობასაც აგიმაღლებთ. ასეთი სასმელი არა მარტო წყურვილს მოგიკლავთ, არამედ გაამდიდრებს თქვენს ორგანიზმს მინერალებითა და ვიტამინებით.

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). დანამატები, რომლებიც წყალს სასიამოვნო გემოს აძლევენ და ხელს უწყობენ ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის შენარჩუნებას.. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%aa-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის