ბავშვის სწორი კვების წესები ზრდა-განვითარებისთვის

ეს მარტივი წესები უზრუნველყოფს თქვენი პატარის ნორმალურ ზრდა-განვითარებას.

ბავშვის სწორი კვების წესები ზრდა-განვითარებისთვის
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ბავშვის კვების სწორი ორგანიზაცია ყველა ოჯახის მოვალეობაა. წესიერმა კვებამ უნდა უზრუნველყოს ბავშვის ორგანიზმის ზრდა-განვითარება.

იმისათვის, რომ ბავშვი ხალისით მიუჯდეს და მადიანად შეექცეს თავის ულუფას, საჭიროა მთელი რიგი წინასწარი ღონისძიებების ჩატარება, მაგალითად:

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჭამის დრო ზუსტად უნდა იქნეს დაცული.

ჭამის შუალედებში ბავშვს არ უნდა მივცეთ ხილი და მითუმეტეს ტკბილეული.

როდესაც ბავშვი მაგიდას მიუჯდება, ის კარგ გუნებაზე უნდა იყოს. ჭამის წინა საათებში უნდა ვერიდოთ ბავშვის დასჯა-დატუქსვას, მითუმეტეს ჭამის დროს.

ზოგჯერ ბავშვის მშობლები ან სხვა უფროსები ჭამის დროს ატეხენ ხოლმე ცხარე კამათს, ზოგჯერ კინკლაობენ კიდეც. უფროსების ამ საქციელის შემყურე ბავშვს არამც თუ ეკარგება ჭამის მადა, ხასიათიც კი უფუჭდება.

გაღიზიანებულმა ბავშვმა საჭმელი კიდეც რომ ჭამოს, მაინც არ შეერგება.

პატარა ბავშვს არ შეუძლია ხანგრძლივად უმოძრაოდ ჯდომა. ამიტომ საჭმელი წინასწარ უნდა იყოს დალაგებული სუფრაზე და მხოლოდ ამის მერე დავსვათ ბავშვი მაგადასთან.თუ ბავშვმა უყურადღებობა გამოიჩინა საჭმლისადმი, უნდა ვეცადოთ მისი ყურადღება მივაპყროთ ლამაზად გაფორმებული კერძისაკენ, შევაქოთ მისი გემო და ა.შ.

თუ ბავშვი მაინც უმადოდ ჭამს, უმეტეს შემთხვევაში ეს მისი ავადმყოფობით  კი არა, ნაკლები მოძრაობით და სუფთა ჰაერზე ნაკლებად ყოფნით შეიძლება იყოს გამოწვეული.

ასეღ შემთხვევაში ბავშვი მეტ ხანს ვამყოფოთ ჰაერზე და, რაც მთავარია, მივცეთ მოძრაობის საშუალება. ბავშვს უნდა მივცეთ დავალებები მისი ასაკისა და ძალღონის შესაბამისად. ასეთი საქმიანობა ახალისებს მას და ჭამის მადასაც მატებს.

არც ის ვარგა, რომ ჭამის დროს ბავშვს გადაჭარბებული ყურადღებით მოვექცეთ ან ძალით ვატენოთ საჭმელი. ამ შემთხვევაში ბავშვი უფრო მეტად ჭირვეულობს და ზოგჯერ უარს ამბობს ჭამაზე.

კიდევ ერთი ნაცადი საშუალება: ბავშვს ერთიანად არ უნდა გამოვუტანოთ სხვადასხვა კერძი, არც ის უნდა იცოდეს, რომ ოჯახში ბევრი დესერტი და სანოვაგეა. ამის ცოდნაც იწვევს უმადობას.

თუ ყველა მიღებული ზომის შედეგად ბავშვი მაინც უმადოდ ჭამს, უნდა გავასინჯოთ ექიმ-პედიატრს.

READ  ექიმი კომაროვსკი: “სასაკლაოზე მივყავართ. ყოველდღე უფრო და უფრო ცოტანი ვრჩებით”

ბავშვი წესიერ ჭამას რომ მიეჩვიოს, ამისათვის მაგიდასთან მოხერხებულად უნდა იჯდეს,კოვზი, ფინჯანი, თეფში, დანა-ჩანგალი შედარებით პატარა ზომის უნდა ჰქონდეს. ბავშვს უძნელდება სავსე ჭიქიდან და თეფშიდან ჭამა, ამიტომ ჭურჭელი არ უნდა გადავუვსოთ.

პატარას უძნელდება ღეჭვა, ხორცი და ბოსტნეული დაკეპილი უნდა მივცეთ, შემდეგ თანდათანობით უნდა გადავიყვანოთ უფრო მაგარ საჭმელზე და მივაჩვიოთ კარგად ღეჭვას.

ბავშვი უნდა მივაჩვიოთ ჭამის დროს ოდნავ დახრილად იჯდეს თეფშისკენ და ვასწავლოთ, რომ კოვზი დაიჭიროს მარჯვენა ხელში, ხოლო პურის ნაჭერი – მარცხენა ხელში. პატარა ბავშვებს ჩვევად აქვთ კოვზის მუჭში ჩადება. უნდა გავუსწოროთ, ვაჩვენოთ და ვასწსვლოთ კოვზის წესიერად ხმარება.

ბავშვი უნდა მივაჩვიოთ ხელსაწმენდის საჭიროებისამებრ გამოყენებას, პირმოკუმულად ღეჭვას და სხვა. მას უნდა აეკრძალოს სუფრიდან ადგომა, სანამ ჭამას მთლიანად არ მოამთავრებს.

დაუშვებელია ქუჩაში, ტრანსპორტში ან სახლში თამაშის დროს ჭამა. ასეთი საქციელი თავიდანვე უნდა აიკრძალოს.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge

სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ეს მარტივი წესები უზრუნველყოფს თქვენი პატარის ნორმალურ ზრდა-განვითარებას.. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/ეს-მარტივი-წესები-უზრუნვ/

სტატიის ციტირება
შენი სილამაზე. ეს მარტივი წესები უზრუნველყოფს თქვენი პატარის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%95/
shenisilamaze.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
#drpkhakadze
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.