ვარდის ფურცლები და ვარდის წყალი შუშის ბოთლში ბუნებრივი კოსმეტიკისთვის

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

რომაელებს სჯეროდათ, რომ ვარდის წყალი ეხმარებოდა სხვადასხვა დაავადების განკურნებაში და კლეოპატრას სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლო იყო ვარდის წყლით სახის დაბანა.

კანის მოვლისთვის კარგია ვარდის და ყვავილოვანი ტუალეტის წყლის გამოყენება (ლოსიონებში, კრემებში და სახის ტონერად). ვარდის წყალი ატენიანებს, კვებავს კანს და თმას. ვარდის წყალი განსაკუთრებით კარგია სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის.

როგორ მოვამზადოთ ვარდის წყალი? 

შეაგროვეთ ვარდის ფურცლები ბაღიდან, როდესაც დააპირებთ ვარდის წყლის მომზადებას. ვარდები უნდა გაიზარდოს სინთეზური პესტიციდების ან სხვა საშიში ქიმიკატების გამოყენების გარეშე. ვარდის ფურცლები მოათავსეთ განიერ ტაფაზე, რამდენიმე ფენად. შეავსეთ ვარდის ფურცლები წყლით, სანამ წყალი არ დაფარავს მათ. ამის შემდეგ მიჰყევით ინსტრუქციებს.

1 ვარიანტი

- Advertisement -
Ad imageAd image

ცარიელი თასი ან დაბალი შუშის ქილა მოათავსეთ ტაფის ცენტრში ისე, რომ წყლის დონიდან რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა იყოს. ტაფას დააფარეთ ამობრუნებული თავსახური, შემდეგ ორთქლი დაგროვდება სახურავზე და დაიწევს ქვემოთ, ხოლო კონდენსაცია (ვარდის წყალი) ტაფის ამობრუნებული სახურავიდან პირდაპირ თასში ჩაედინება.

ვარდის ფურცლებიანი წყალი გააცხელეთ ადუღებამდე. როდესაც წყალი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ტაფის ამობრუნებულ სახურავზე დაყარეთ ყინულის კუბიკები. ვარდის ფურცლებიანი წყალი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით ერთი საათის ან მეტი ხნის განმავლობაში. პერიოდულად დაამატეთ ყინულის კუბიკი და დიდხანს არ ადუღოთ (საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ მეტი წყალი). მზა ვარდის წყალი გროვდება თასში პროცესის ბოლოს.

ვარდის წყალი - სილამაზის საიდუმლო

2-ე ვარიანტი

ტაფას დააფარეთ თავსახური (არა თავდაყირა, ჩვეულებისამებრ) და დადგით გაზზე. ვარდის ფურცლებით წყალი ადუღებამდე არ მიიყვანოთ, დაუწიეთ ცეცხლს და გააჩერეთ წყალი ამ მდგომარეობაში, სანამ ვარდის ფურცლები ფერს არ დაკარგავენ (ამას შეიძლება ნახევარი საათიდან ერთ საათამდე დასჭირდეს). შემდეგ გამოწურეთ წყალი ფურცლებიდან. დაუყოვნებლივ ჩაასხით წინასწარ მომზადებულ სტერილიზებულ ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში ან გრილ, ბნელ ადგილას. სახლში მომზადებული ბუნებრივი ვარდის წყალი სათანადოდ შენახვისას შესანიშნავად ინარჩუნებს სუნს, ფერს და გემოს ერთ წლამდე ან უფრო მეტხანს.

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze

READ  შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე დიდი ხნით.

წყარო

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო. 7 ივლისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის