სტაფილოს სალათი ხაჭოთი თეფშზე, გარნირებული მწვანილით

ვურჩევ ყველას: მიირთვით ეს სალათი კვირაში ორჯერ მაგარი ძვლებისთვის და კარგი მხედველობისთვის!

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

დროა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორი რაციონი შევიმუშავოთ კმაყოფილიც რომ ვიყოთ და რამოდენიმე კილოგრამიც რომ დავიკლოთ.

არავის სჭირდება ორი ზომით პატარა ჯინსები, გადმოკიდებული მუცელი, განიერი მხრები, დროა ვიზრუნოთ მოხდენილი და ლამაზი სხეულისთვის.

წონასთან საბრძოლველად დავიხმარებთ სტაფილოს და ხაჭოს. პირველი შეიცავს ბევრ ვიტამინს, ბოჭკოსა და კაროტინს, რაც კარგია კანისა და თმისთვის. კალციუმის და ფოსფორის წყალობით, ძვლებს აძლიერებს ხაჭო. მათი კომბინირებით, თქვენ მიიღებთ დაბალ კალორიას და გემრიელ სტაფილოს სალათს, რომელიც შეიძლება მიირთვათ სადილზე ან წასახემსებლად ფიტნესის შემდეგ.

შემადგენლობა

სტაფილო 150 გ

ხაჭო 150 გ

მწვანილი 20 გ

მწვანე ხახვი გემოვნებით

ზეითუნის ზეთი 1 ჩ/კ.

მარილი გემოვნებით

მომზადება:

გარეცხეთ, გაფხიკეთ და გახეხეთ სტაფილო თქვენ რა ზომაზეც გსურთ.

 

ხაჭო მოათავსეთ სასალათეში და ჩანგლით დასრისეთ კარგად. დაამატეთ სტაფილო, ხახვი, ზეითუნის ზეთი, დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი.

 

 

სალათს შეგიძლიათ დაუმატოთ იოგურტი, ზეითუნის ზეთის ნაცვლად კი ნებისმიერი ზეთი გამოიყენოთ. ისიამოვნეთ ამ გემრიელი და ნოყიერი კერძით და დაიმახსოვრეთ, რომ დიეტურმა კერძმა აუცილებლად უნდა მოგვიტანოს სიამოვნება!

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ვურჩევ ყველას: მიირთვით ეს სალათი კვირაში ორჯერ მაგარი ძვლებისთვის და კარგი მხედველობისთვის!. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%95%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%94/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  5 წუთი და 3 ინგრედიენტი: საუკეთესო დაბალკალორიული დესერტი.
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის