ფარმაცევტული რეფორმა საქართველოში - მედიკამენტები აფთიაქში

„ვცდილობთ, რომ უკვე აშენებული 2-სართულიანი შენობა დარჩეს და მინიმუმ გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული საჭიროებისთვის“

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

„რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციით, უკვე აშენებული 2-სართულიანი შენობა, სავარაუდოდ, დარჩება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძველი შენობის ადგილას აშენდეს ახალი შენობა

„ჩვენი კონცეფციის მიხედვით და ახალი პროექტის მომზადებასთან ერთად ჩვენ გვექნება განხილვები კომპანიასთან, ვინც იქნება საერთაშორისო კომპანია შერჩეული პროექტირებისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ უკვე აშენებული 2-სართულიანი შენობა დარჩეს და მინიმუმ გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული საჭიროებისთვის, ხოლო ძველი შენობის ადგილას აშენდეს ახალი შენობა“, – თქვა აზარაშვილმა.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება, ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.

- Advertisement -
Ad imageAd image

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა დღეს აღნიშნა, რომ სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

კითხვაზე, კითხვაზე, გააგრძელებს კლინიკა ფუნქციონირებას ამ სახით, როგორც არის, თუ შეწყვეტს მუშაობას, მინისტრი პასუხობს: „რამდენიმე თანმდევი პროცესია, როგორც შეთავაზებების ნაწილში, ასევე პროექტის ნაწილში. მოსამზადებელია როგორც კლინიკის პროექტი, ასევე დემონტაჟის.. კომპანია მოსაძებნია, მერე ყველაფერი შესათანხმებელი მერიასთან – ეს ყველაფერი ერთად არის გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პროცედურები მიდის“.

„თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). „ვცდილობთ, რომ უკვე აშენებული 2-სართულიანი შენობა დარჩეს და მინიმუმ გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული საჭიროებისთვის“. 22 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%95%e1%83%aa%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია - ამ ეტაპზე რეფორმა პოზიტიურად მიმდინარეობს“
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის