ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნება და დადებითი სტიმულაცია

თუ ამ ფუფუნებაში ამყოფებთ ტვინს, თქვენი მადლობელი იქნება! გაითვალისწინეთ ნეიროქირურგის რჩევები!

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სეზონური ცვლილებები ხშირად მოქმედებს ტვინზე და უარყოფით გავლენას ახდენს მის მუშაობაზე. შემდეგ ჩნდება სისუსტე, დაღლილობა, უძილობა.

 

ცნობილი ნეიროქირურგი და ტვინის მუშაობის შესახებ წიგნის ავტორი ვლად სიურეა თავის წიგნში მოგვითხრობს როგორ შევცვალოთ ჩვევები ისე, რომ რთულ პერიოდში მოვახდინოთ ტვინის დადებითი სტიმულაცია და სათანადო დასვენების უზრუნველყოფა.

ტვინი და ბედნიერება

ნეიროქირურგი ამბობს, რომ “მე ხშირად ვხედავ დატანჯულ ადამიანებს, მაგრამ მათ ქირურგიული ჩარევაზე ფიქრი უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე თვითონ პრობლემა”. ეს ბუნებრივია.

 

ტვინი არის ის ორგანო, რომლის გაკონტროლებაც ჩვენ შეგვიძლია. ალბათ არ იცით, მაგრამ ტვინს ასევე სჭირდება დასვენება და ყურადღება “, – ამბობს ნეიროქირურგიის გენიოსი, რომელსაც 20,000-ზე მეტი ოპერაცია აქვს განხორციელებული თავის ტვინზე და რომლის სიტყვები შეიძლება სანდო იყოს.

ბიორიტმის ცვლილება მთლიანად ორგანიზმის აქტიურობას ამცირებს. ამ ცვლილებების კომპენსაციის მცდელობაში ჩვენ ხშირად ვარღვევთ წესებს: ჩვენ ძალიან ბევრს ვჭამთ და ვსვამთ, ღამით კომპიუტერთან დიდ დროს ვატარებთ, ბევრს ვეწევით, ყავას ბოროტად ვიყენებთ.

 

“ტვინი არასდროს იძინებს, მაგრამ არსებობს გარკვეული გზები, რათა დავასვენოთ ეს ორგანო და სტიმული მივცეთ. დიახ, ტვინს დადებითი სტიმული სჭირდება”, – გვიხსნის პროფესორი.

 

ასეთი სტიმულატორი შეიძლება იყოს ცაზე ცისარტყელა, ან უბრალოდ ლამაზი შემოდგომის პეიზაჟი თქვენი ფანჯრიდან, საყვარელი სიმღერა, რომელიც განწყობას ამაღლებს და დილით გაღვიძებისთანავე 1 ჭიქა წყლის დალევა.

 

ექიმი სიურეა გირჩევთ ტელევიზორთან კონტაქტი შეამციროთ, რომ ტვინი ნეგატიური ინფორმაციებისაგან დაიცვათ. დაიძინეთ ისე, რომ მობილური ტელეფონი საწოლთან ახლოს არ იყოს, ზომიერად მიირთვით, კარგი ღვინო დალიეთ, ეს ტვინის კაპილარების გაწმენდაში დაგეხმარებათ, მაგრამ არ დათვრეთ, რადგან ალკოჰოლი ნერვულ უჯრედებს აზიანებს.

 

“თუ თქვენ მწეველი ხართ, კვირაში ერთხელ ტვინს განტვირთვა მოუწყვეთ. იყიდეთ ნამდვილად კარგი ხარისხის სიგარეტი. ხოლო დღეში 1 ყუთი სიგარეტი კატეგორიულად აკრძალულია!“ – გაფრთხილებთ ნეიროქირურგი.

READ  ქალები და ფერტილურობა — როგორ იცვლება ნაყოფიერება ასაკის მიხედვით

სიხარული ნამდვილი საკვებია ტვინისთვის! მოძებნეთ მშვიდი ადგილი, დაისვენეთ და მოიკრიბეთ სასიამოვნო აზრები. იზრუნეთ საკუთარი თავის ბედნიერებაზე. თავის მოვლა თქვენს ნეიორენებზე ასევე დადებითად იმოქმედებს.

 

ფსიქოლოგები გვირჩევენ ხშირად გავიხსენოთ სულ ცოტა ხუთი დადებითი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში.

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). თუ ამ ფუფუნებაში ამყოფებთ ტვინს, თქვენი მადლობელი იქნება! გაითვალისწინეთ ნეიროქირურგის რჩევები!. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%91/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის