ახალი სტაფილო და სტაფილოს სალათი წონის დაკლების დიეტისთვის

იმისთვის, რომ ნივთიერებათა ცვლა წესრიგში იყოს, ეს პროდუქტი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ყველა ქალის ოცნებაა, მუდამ კარგ ფორმაში იყოს, ზოგიერთ მათგანს გამოსდის დიდი ხნის მანძილზე ერთ წონას ინარჩუნებდეს. სტრესი, ჰორმონები, ტკბილეული, არააქტიური ცხოვრება, მშობიარობა – ყველაფერი ჩვენს სხეულზე აისახება.

ექსპრეს-დიეტა საუკეთესო საშუალებაა წონაში დაიკლოთ, როცა სპეციალური ღონისძიებისთვის ან ზაფხულისთვის ემზადებით. უბრალოდ აირჩიეთ პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს არ ავნებს.

სტაფილო სასარგებლოა არამხოლოდ მხედველობისა და კანისთვის. ის ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამების გაქრობას, მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით და აუმჯობესებს გარეგნობას. 100გრამ სტაფილოში 35 კალორიაა, მოხარშულში 30-ზე ნაკლები. სტაფილოს გამოყენებით სხვადასხვა დიეტა არსებობს. წარმოგიდგენთ 2 ვარიანტს – 3-დან 10 დღემდე.

სტაფილოს დიეტა

თუ ყველა რეკომენდაციას დაიცავთ, 3 დღეში 3-4 კილოგრამს დაიკლებთ, 10 დღეში კი ორჯერ მეტს. თუ კარდიოდატვირთვასაც დაამატებთ, არამხოლოდ გახდებით, ფორმაშიც ჩადგებით. მაგრამ, 10 დღეზე მეტხანს ნუ დაიცავთ.

გაითვალისწინეთ, რომ სტაფილო საგულდაგულოდ უნდა დაღეჭოთ, რათა კუჭს ზიანი არ მიადგეს. დიეტის დაწყება და დამთავრება ჰარმონიულად უნდა დაუკავშირდეს ჩვეულ ცხოვრებას, მისი დასრულების შემდეგ ან წინა დღეს დიდი რაოდენობით მძიმე საკვებს ნუ მიიღებთ.

3 დღიანი დიეტა

8:00, 11:00, 14:00, 17:00: ამ დროებში მიირთვით სტაფილოს სალათი. მისი მომზადებისთვის დღეში 1 კგ ბოსტნეული დაგჭირდებათ.

დაჭერით სტაფილო და სურვილისამებრ რომელიმე ხილი: ვაშლი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, ნახევარი ბროწეული ან 2 მცირე ზომის კივი დაამატეთ. ხილიც წვრილად დაჭერით ან დაჭლიტეთ. გაუკეთეთ სოუსი: საშუალო ზომის 1 ლიმონი, 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი აურიეთ.

19:00 საათზე დალიეთ ახლადგაწურული სტაფილოს ან სტაფილოსა და ვაშლის წვენი. სალათის მიღებებს შორის შეგიძლიათ დალიოთ წყალი ან მწვანე ჩაი შაქრის გარეშე. ასევე შეგიძლიათ ჭამოთ სტაფილო.

10 დღიანი დიეტა

საუზმე: სტაფილოს სალათის პორცია (რეცეპტი წინა დიეტის ვარიანტიდან, უბრალოდ დაუმატეთ 1-2ჩ.კ. არაჟანი მინიმალური ცხიმით)

ლანჩი: ახლადდაწურული სტაფილოსა და ვაშლის ფრეში.

სადილი: სტაფილოს სალათის პორცია.

READ  წონაში დასაკლები კეფირის კოქტეილი

წახემსება: სტაფილოს წვენი.

ვახშამი: მოხარშული სტაფილოს პიურე თბილ მდგომარეობაში.

უკუჩვენება გამოვლინდება კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას ან ვირუსული ინფექციებისას, ასევე ორსულობისას. დიეტა ნამდვილად უწყობს ხელს გახდომას და შიმშილის გრძნობისგანაც განთავისუფლებთ. ზოგადად, არ დაგავიწყდეთ სტაფილოს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა დიეტაზე.

გახდომასთან ერთად, გაიუმჯობესებთ კანის მდგომარეობას, მხედველობას და სასუნთქ სისტემას.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). იმისთვის, რომ ნივთიერებათა ცვლა წესრიგში იყოს, ეს პროდუქტი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%95%e1%83%97%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის