ბედნიერი ძაღლი ვოლი ახალ მფლობელთან ერთად

ისტორია ოჯახზე, რომელმაც უსახსრობის გამო ძაღლი თავშესაფარში ჩააბარა

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ბევრი ისტორია მოგვისმენია და მსოფლიო სავსეა ისეთი პატარა საწყალი ცხოველებით, რომლებსაც სახლი არ აქვთ და სიყვარულს და მზრუნველობას არიან მონატრებულნი. თუმცა, იმის ცოდნაც საკმაოდ კარგია, რომ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც საკუთარი დრო და ენერგია არ ენანებათ ამ საყვარელ არსებებზე ზრუნვისათვის. 

ისტორია საბედნიეროდ  სწორედ ასეთი კეთილი ხალხით სავსე თავშესაფარზე მოგითხრობთ, რომელშიც ერთი ძაღლი საკმაოდ მოულოდნელად მიიყვანეს.

MCCAC-ის თანამშრომლები ყოველთვის განსაკუთრებული მზრუნველობით უდგებოდნენ მათთან მიყვანილ ცხოველებს, თუმცა ამ საწყალი ძაღლის ისტორიამ ისინი ყველაზე მეტად დათრგუნა. იგი პატრონმა თავშესაფარში მისი სათამაშოებითა და ლოგინით ჩააბარა.

ამ საყვარელი ძაღლის სახელი ვოლია, რომელიც 6 წლისაა და ახლახანს მისმა ოჯახმა მიატოვა, რადგან მისი შესანახი სახსრები აღარ ჰქონდათ.

თავშესაფროს თანამშრომლებმა ეს ემოციური განცხადება გამოაქვეყნეს:

” ეს ბიჭი იმსახურებს მოსიყვარულე ოჯახს, რომელიც მას არ მიატოვებს. გთხოვთ ნუ გაკიცხავთ მის წინა მფლობელებს. ჩვენ არ ვიცით მთლიანი ისტორია. რაც ვიცით ისაა, რომ მისი ყოფილი მფლობელი გულგატეხილი იყო და ტიროდა. რთული იყო მათი დახმარება აქედან წასვლაში. ჩვენც მასთან ერთად ვტიროდით. გვჯერა რომ ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღიათ ”

როგორც შემდეგ გაირკვა, ძაღლის ყოფილ მფლობელებს მისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდათ და იგი დიდ დროს მარტოობაში ატარებდა. თანამშრომლებმა ვოლის სურათი გადაუღეს და მის ემოციურ ისტორიასთან ერთად თავშესაფრის სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს, რასაც იმაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე მათ ეგონათ.

მცირე დროის გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში უკვე სასიხარულო ფოტო გამოქვეყნდა სათაურით: ” ვოლი აყვანილია”

ვოლი ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველმა ოჯახმა იშვილა, რომელიც მისი საყვარელი თვალებით მარტივად მოიხიბლა. ახალი მფლობელი ლინ ლი ამბობს, რომ იგი შეძრა ვოლის ემოციურმა ისტორიამ და წაკითხვისთანავე მაშინვე თავშესაფარში გაემართა.

ახლა ძაღლი სიამოვნებას იღებს მისი ახალი გარემოთი და იმ მზრუნველი ხალხის გარემოცვით, რომელშიც მოუწევს დარჩენილი სიცოცხლის გატარება. მისი ახალი ოჯახი მის სურათებსა და მხიარულ ვიდეოებს ყოველდღე აქვეყნებს სოციალურ ქსელში და ხალხისგან დიდ გამოხმაურებასაც იმსახურებს.

READ  შესაძლოა, ძაღლების სიცოცხლის გასახანგრძლივებელი წამალი გვქონდეს

ამ საოცარი ორგანიზაციის გამო საყვარელი ძაღლისთვის ახალი სახლი სულ რაღაც ერთ დღეში იქნა ნაპოვნი. იგი ახლა ბედნიერია ახალ მფლობელებთან ჩახუტებებითა და ახალ პარკში თამაშით მის საყვარელ ოჯახთან ერთად.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ისტორია ოჯახზე, რომელმაც უსახსრობის გამო ძაღლი თავშესაფარში ჩააბარა. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის