პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიკამერონ დიასი- ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და ცხოვრების სტილზე

კამერონ დიასი- ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და ცხოვრების სტილზე

“ბოლო წლებში სიბერის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მთლიანად შეიცვალა. ვგეგმავ, 110 წლამდე ვიცხოვრო იმიტომ, რომ პატარა შვილი მყავს. მინდა, მის განვითარებას ვხედავდე” – კამერონ დიასი ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და ცხოვრების სტილზე

დიდი ხანია, კამერონ დიასი ეკრანზე აღარ გვინახავს. ბევრი ადამიანისათვის საყვარელმა მსახიობმა კარიერაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც შვილი ეყოლა და მთელი თავისი დრო პატარა რედიქსის აღზრდასა და საკუთარი ბიზნესის განვითარებას მიუძღვნა. ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კამერონ დიასი დიდ ეკრანს უბრუნდება, თუმცა ჯერჯერობით მსახიობის გეგმების შესახებ უცნობია.

კამერონ დიასი დიდ დროს საკუთარ ოჯახთან ატარებს. უარს ამბობს პლასტიკურ ქირურგიაზე და ბუნებრივად დაბერებას ანიჭებს უპირატესობას. საკუთარ პოზიციას კი სხვა ადამიანებს უზარებს:

დაბერების შესახებ

40 წლის ასაკში გარკვეული კრიზისული მომენტი დგება და მინდა, ეს გამოცდილება ჩემს ქალიშვილს გავუზიარო. შესანიშნავი გენეტიკა მაქვს. ბებიაჩემი 72 წლის ასაკში სან-ფრანცისკოში, მცხუნვარე მზეზე, კურდღლებისა და ქათმებისთვის განკუთვნილი საკვების უზარმაზარ ჩანთებს ატარებდა და თავს შესანიშნავად გრძნობდა.

კამერონ დიასი- ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და ცხოვრების სტილზე | შენი სილამაზე

დარწმუნებული ვარ, ჩვენი გარეგნობა იმის შედეგია, რასაც ვაკეთებთ და არა პირიქით.”

მაკიაჟისა და კანის მოვლის შესახებ

“მუდმივი გადაღებების გამო მთელი ცხოვრება მძიმე მაკიაჟს ვატარებდი და აკნე მუდამ მაწუხებდა. 40 წლის შემდეგ უფრო ნაკლები მაკიაჟის გამოყენება დავიწყე. აკნე ბოლომდე არ გამქრალა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი კანი უფრო მომწონს.

ჩემი სახის რუტინა მინიმალურია. დილით სახეს წყლით ვიბან. ხანდახან, სკრაბს ვიყენებ. ვისვამ სახის ზეთს, რეთინოლის შრატს და ეგაა.

მაკიაჟს იშვიათად ვიკეთებ. თუ მჭირდება, ვირჩევ მსუბუქ კრემსა და ტუჩსაცხს.”

სხეულის შესახებ

“ყოველთვის აქტიური ცხოვრების წესი მქონდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ტრავმა მივიღე. ეს ტრავმა ჩემთვის გაკვეთილი იყო. შესვენება თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელია.

50 წლის შემდეგ ჰორმონალური ცვლილებები მაწუხებს და ფორმის შენარჩუნებაც იმაზე ძნელია, ვიდრე ადრე, მაგრამ ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ.”

READ  „კოვიდი არ არის გრიპი - გრძელი კოვიდი და პოსტ კოვიდი არის სერიოზული საფრთხე...“
პლასტიკური ქირურგიის შესახებ

“რა თქმა უნდა, ხანდახან მინდა, თავი ახალგაზრდად ვიგრძნო. სარკეში რომ ვიყურები, ვხვდები, რომ სხვანაირად გამოვიყურები. მაგრამ, რაიმე ჩარევის წინააღმდეგი ვარ. ჩემი აზრით, საზოგადოება ქალზე დიდ ზეწოლას ახდენს. დაწესებულია არარსებული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ასაკში მიმზიდველად და კარგად უნდა გამოიყურებოდე. მაგრამ, მე პირადად, ეს აზრი არ მაინტერესებს.

მინდა, ვიყო ჯანმრთელი და აქტიური. ის საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ, ძალიან სასტიკია. სხვისი შეხედულებისამებრ ცხოვრება კი ფსიქიკური ჯანმრთელობის პირველი მტერია. მნიშვნელოვანია, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ და არა იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები ჩვენზე.”- აცხადებს კამერონ დიასი.

წყარო

#drpkhakadze

#pitskhelauri

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.