ადამიანი ცხვირით სუნთქავს და აკონტროლებს სიმპტომებს ექიმთან ვიზიტის დროს

კაცს ეგონა რომ გაციებული იყო, თუმცა ექიმებმა უთხრეს რომ მისი ტვინი ჟონავდა ცხვირიდან

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

თქვენ აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ თქვენს ჯანმრთელობაზე მაშინ, როდესაც გამუდმებული ცხვირდენა გაწუხებთ. გაციება და ალერგიები ცხვირიდან სითხის გამოდინებას მხოლოდ დროებით იწვევს, ამ სიმპტომის ხანგრძლივი გამოვლინება კი სერიოზულ დაავადებაზე შეიძლება მიანიშნებდეს.

ასეთი შემთხვევა ჰქონდა გრეგორი ფილპოტსაც, რომელსაც 5 წლის განმავლობაში ცხვირიდან დენა აწუხებდა. მას ექიმებმა ჯერ ალერგიების წამლები გამოუწერეს, შემდეგ კი პნევმონიისა და ბრონქიტის. თუმცა, მამაკაცის მდგომარეობა მაინც არ გაუმჯობესდა.

მდგომარეობის არგაუმჯობესების გამო მამაკაცი საავადმყოფოში დაბრუნდა და ახალი ანალიზი მოითხოვა. როგორც გაირკვა, მას ტვინში მემბრანის დაზიანება ჰქონდა, საიდანაც ტვინის სითხე ცხვირის გავლით ჟონავდა. სწორედ ეს ხერხემლისა და ტვინის ნერვების დამცავი სითხე ჩამოსდიოდა მას 5 წლის განმავლობაში ცხვირიდან. მარტივი ოპერაციის შედეგად გრეგორს ეს ხვრელი დაუხურეს.

ასეთი მნიშვნელოვანი სითხის გაჟონვა შემდეგი სიმპტომებით შეიძლება შეამჩნიოთ:

  • კისრის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • პირში მეტალის გემო
  • მხედველობის დაქვეითება
  • სახის კუნთების მგრძნობელობის შემცირება
  • ძლიერი თავის ტკივილი
  • სმენის გაუარესება

გრეგორის მსგავსად, ყველას შეუძლია აურიოს ალერგიისა და სერიოზული დაავადების სიმპტომები ერთმანეთში. ამიტომ, თუკი ზემოთჩამოთვლილ სიმპტომებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უჩივით, აუცილებლად სჯობს ექიმს მიმართოთ.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). კაცს ეგონა რომ გაციებული იყო, თუმცა ექიმებმა უთხრეს რომ მისი ტვინი ჟონავდა ცხვირიდან. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ლეიკემიის საშიში სიმპტომები - კანის ნიშნები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის