წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმის აღდგომის ტაძარში

Მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინში

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

დიდ შაბათს მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდება

დღეს დიდი შაბათია, ამიტომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იერუსალიმია. იქ უამრავი მორწმუნეა ჩასული მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

ტრადიციულად წელსაც, იერუსალიმშია საპატრიარქოს დელეგაცია. სწორედ მათ უნდა გაავრცელონ საქართველოში  მაცხოვრის აღდგომის ტაძრიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი ქართულ ეკლესია მონასტრებში.

მაცხოვრის საფლავზე, აღდგომის ტაძარში, იერუსალიმის პატრიარქი თბილისის დროით დაახლოებით 14:00 საათზე შევა და ამის შემდეგ ტაძარი დაიკეტება. როგორც წესი ტაძარში ამ დროს ათასობით მორწმუნეა შეკრებილი.

ტრადიიციის მიხედვით, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარეზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

გადმოცემის მიხედვით, ცეცხლი თვითონ ინთება საფლავთან და შემდეგ პატრიარქის ხელით ვრცელდება ტაძარში. ამ ცეცხლს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები საკუთარ ქვეყნებში მიაქვთ — მათ შორის საქართველოშიც — როგორც აღდგომის ნათლის სიმბოლოს. თუმცა წლევანდელი მოლოდინი მხოლოდ სულიერი არ არის — მას დაძაბული გეოპოლიტიკური ფონიც ახლავს.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2026). Მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინში. 11 აპრილი, 2026. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%a0/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2026 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  შავი ყავის 5 სასარგებლო თვისება თქვენი ჯანმრთელობისთვის
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის