ჯანმრთელი ცხოვრების წესები და გავრცელებული მითები

მითები, რის გამოც თქვენი ჯანმრთელობა უარესდება

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ძალიან რთულია წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ინფორმაციაში რეალობისა და მითის გარჩევა.

მითები  რომელიც თქვენს ჯანმრთელობას არათუ არგებს, არამედ ავნებს კიდევაც:

1. დასვენების დღეებში გამოძინება აუცილებელია

შაბათ-კვირას მთელი დღის მანძილზე ძილი იმ მიზეზით, რომ კვირის განმავლობაში დაიღალეთ, სულაც არაა სასარგებლო ორგანიზმისთვის. შესაძლოა, დაირღვეს ორგანიზმის ბიოლოგიური საათები, თანაც, ძილისგან ვერ მიიღებთ მინიმუმ სარგებელსაც. ამისთვის თავის ასარიდებლად, მიეჩვიეთ ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას, დასვენების დღეებშიც!

2. თუ სველი თმით გარეთ გახვალთ, გაცივდებით

ალბათ, სველი თმის გარეთ გასვლისას პირველი, რაც თავში მოგდით, გაციების რისკია. რეალურად კი, თქვენ ავად მხოლოდ იმუნიტეტის შესუსტების გამო ხდებით. მართალია, ორგანიზმის შეციებაც იწვევს გარკვეული ვირუსებისა და მიკრობების გაჩენას, თუმცა, თუ სპორტით დაკავდებით და იმუნიტეტს გაიძლიერებთ, არავითარი სიცივე არ იმოქმედებს თქვენზე.

3. ნახშირწყლების მიღება არ არის სასურველი

ბოლო დროს, ადამიანთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ნახშირწყლები აბსოლუტურად მაცნეა და ჩვენს ფიგურას ავნებს. თუმცა, ნახშირწყლები შუცვლელი ელემენტია ჩვენი ორგანიზმისთვის. ისინი ეხმარება ჩვენს ტვინს, გულს, ნერვულ სისტემას, კუნთებს და შესანიშნავი წყაროა ცელულოზისა. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერი სასარგებლოა, თუ ზომიერად იყენებთ. ისიც გახსოვდეთ, რომ ნახშირწყლები ჩვენი ორგანიზმის „საწვავია“, რომელიც უმნიშვნელოვანეს ნივთიერებას – გლუკოზას წარმოქმნის.

4. წყალი მხოლოდ წყურვილის მოსაკლავად უნდა დავლიოთ

წყალი ორგანიზმისთვის შეუცვლელი ნივთიერებაა, რომელიც, ჩვენი ასაკისა და წონის მიხედვით, უნდა მივიღოთ საშუალოდ 2 ლიტრამდე. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში(60 კგ-ზე) 4 ლიტრამდე სისხლია. მისი მთავარი ფუნქცია მთელი ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებაა. ამასთან, ყოველდღიურად, ადამიანი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს. ორგანიზმი – სისტემაა. წყლის ბალანსის შემცირებისას, ორგანიზმის ყველა ნაწილი იწყებს არასწორად ფუნქციონირებას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია წყლის ბალანსის შევსება ყოველდღიურად.

drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). მითები, რის გამოც თქვენი ჯანმრთელობა უარესდება. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ორი შვილის დედამ “ჩუმი მკვლელი” – კიბო დაამარცხა და ადრეული სტადიის ნიშნებს გვიზიარებს
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის