პლასტმასის ბოთლით დამზადებული მწერების ხაფანგი თბილი წყლის, შაქრისა და საფუარის ნარევით

მწერების დასაჭერი ხაფანგი. 5 წუთი და სისხლისმწოვლები უკვე ბოთლის ფსკერზე რჩებიან.

მარიამ ლომიძე
მარიამ ლომიძე - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

უსაფრთხო, იაფი კონსტრუქცია, რომელიც შეგიძლიათ მოათავსოთ ეზოშიც და შენობაშიც.

დაგჭირდებათ:

1,5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი

1 ჭიქა თბილი წყალი

2 ს/კ. შაქარი

1 ჩ/კ. საფუარი

მუქი მატერია, გაზეთი ან პერგამენტის ქაღალდი.

 

ბოთლი გადაჭერით ისე, რომ ზედა ნაწილი 1/3 იყოს. ქვედა ნაწილში ჩაასხით თბილი წყალი, ჩაყარეთ შაქარი და გახსენით, დაამატეთ საფუარი.

 

ზემოდან დააფარეთ მოჭრილი ნაწილი უკუღმა, რომ არ ჩავარდეს, ერთმანეთს მიამაგრეთ სკოჩით ან წებოთი.

გარედან ბოთლს შემოახვიეთ გაზეთი ან მატერია და დადგით ისე, რომ ორპირი ნიავი არ უბერავდეს.

 

ეს ნარევი ეფექტურია მანამ, სანამ დუღილის პროცესი მიმდინარეობს, ეს დამოკიდებულია ტემპერატურაზე, სადაც ის არის მოთავსებული.

ამ პრინციპით შეგიძლიათ გააკეთოთ თბილი წყლით და მურაბით, რომელიც კარგად იჭერს ბუზებს, კრაზანებს და სხვა მწერებს.

 

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). მწერების დასაჭერი ხაფანგი. 5 წუთი და სისხლისმწოვლები უკვე ბოთლის ფსკერზე რჩებიან.. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რომელია ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — ბუნებრივი საშუალებები და დღის რუტინა. წერს ნიღბებზე, ზეთებსა და მცენარეულ რეცეპტებზე, დილისა და საღამოს მოვლის რუტინაზე და სეზონურ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის