პრეზერვატივის მოხსნა პარტნიორის თანხმობის გარეშე — რა უნდა ვიცოდეთ? | შენი სილამაზე

პრეზერვატივის მოხსნა პარტნიორის თანხმობის გარეშე — რა უნდა ვიცოდეთ?

admin
4 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სქესობრივი აქტის დროს პარტნიორის თანხმობის გარეშე პრეზერვატივის მოხსნა — ე.წ. „სთელსინგი“ (ინგლ. Stealthing) — სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი გავრცელებული, მაგრამ ხშირად არასერიოზულად აღქმული ფორმაა. ამ დროს მსხვერპლები სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და არასასურველი ორსულობის რისკის წინაშე დგებიან. სწორედ ამიტომ, ამ ტიპის ქმედება სექსუალური ძალადობა, ზოგჯერ კი რეპროდუქციული იძულების ფორმაა.

► 2023 წლის მონაცემებით, „სთელსინგი“, როგორც სექსუალური ძალადობა, დასჯადი ქმედებაა ავსტრალიაში, კანადაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში.

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი თავდაპირველად მოიაზრებდა სისგენდერი კაცების მიერ პენეტრაციული ვაგინალური ან ანალური სექსის დროს პრეზერვატივის თანხმობის გარეშე მოხსნას, დღესდღეობით ის ასევე მოიაზრებს ნებისმიერი სახის ბარიერის მოხსნას ან დაზიანებას ნებისმიერი ხასიათის სექსუალური აქტივობის დროს, აქტივობაში ჩართული სხვა ადამიანების თანხმობის გარეშე. მაგალითად, პრეზერვატივის გახვრეტა ან სხვა ფორმით დაზიანება, სტომატოლოგიური კაშხლის გადაადგილება ორალური სექსის დროს და ა.შ.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

იმის გასააზრებლად, თუ რატომაა „სთელსინგი“ ძალადობის ფორმა, უნდა გვესმოდეს თანხმობის არსი: თანხმობა უნდა იყოს ინფორმირებული, სპეციფიკური (დაკონკრეტებული), განგრძობითად დადასტურებული და ენთუზიაზმითა და ცხადი სურვილით გამოთქმული.

შესაბამისად, როცა ადამიანი თანხმდება სექსს მეორე ადამიანთან მხოლოდ იმ დათქმით, რომ აქტი პრეზერვატივის ან სხვა ტიპის ბარიერის გამოყენებით შედგება, ის არ არის თანახმა დაუცველ სექსზე.

რატომ მიმართავენ მოძალადეები „სთელსინგს“, ანუ პრეზერვატივის მოხსნას?

მოძალადეები, ვისაც სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივი მოუხსნია, ხშირად მიზეზად იმას ასახელებენ, რომ პრეზერვატივის გარეშე პროცესი უფრო სასიამოვნოა. ამ დროს ასევე შეიძლება განიცდებოდეს ფსიქოლოგიური სიამოვნება დომინაციით, პარტნიორზე უპირატესობის ფლობით.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, „სთელსინგის“ ასეთ გავრცელებულობასა და ნორმალიზებულობას რამდენიმე სისტემური მიზეზი აქვს:

  1. სქესობრივი განათლების ნაკლებობა, განსაკუთრებით, თანხმობის არსის ირგვლივ.

  2. ფართოდ გავრცელებული წარმოდგენა, რომ პრეზერვატივი სქესობრივი აქტის ხარისხს აფუჭებს, განსაკუთრებით იმ პარტნიორისთვის, ვისაც პენისი აქვს.

  3. ბევრ ადამიანს ასწავლეს ადრეული ასაკიდანვე, რომ კაცის სიამოვნება და ბედნიერება ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

READ  გენიტალური ჰერპესი — რა უნდა ვიცოდეთ?

სექსის დროს პრეზერვატივის მოხსნის რისკები

პრეზერვატივის გარეშე სქესობრივი აქტი ქალს შესაძლო ორსულობის რისკის წინაშე აყენებს, ასევე ამარტივებს აქტივობაში ჩართულ ადამიანებს შორის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელებას.

გარდა ამისა, „სთელსინგს“ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებიც ახლავს. ქალები, რომლებსაც „სთელსინგი“ გამოუცდიათ, საუბრობენ უპატივცემულოდ მოპყრობის, დაბნეულობის, ბრაზისა და დაღალატების შეგრძნებებზე. „სთელსინგი“ ასევე ნდობისა და სხეულის ავტონომიის დარღვევაცაა. ამერიკის ოჯახის ექიმთა ასოციაციის (AAFP) მიხედვით, „სთელსინგის“ შემთხვევამ შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური ტრავმა.

წყარო: Chris Rogers / Getty Images

პრეზერვატივის მოხსნა, როგორც ძალადობის ფორმა

საბოლოოდ, იმას, თუ რა მიზეზით იხსნის ან აზიანებს ადამიანი პრეზერვატივს თუ სხვა ბარიერს, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მიზეზი არ ცვლის იმ ეფექტს, რაც „სთელსინგს“ მსხვერპლზე შეიძლება ჰქონდეს. მეტიც, ზოგჯერ „სთელსინგის“ მიზანი სწორედ ამ ფიზიკური თუ ემოციური ზიანის მიყენებაც კი შეიძლება იყოს.

ზოგიერთი მოძალადე „სთელსინგს“ განზრახ სგგი-ების პარტნიორისთვის გადასადებად, ან მის დასაორსულებლად მიმართავს. სგგი-ების, ყველაზე ხშირად შიდსისა და აივ ინფექციის, განზრახ გადაცემა „სთელსინგის“ გზით განსაკუთრებით გავრცელებული პრაქტიკა გეი თემში.

რატომ? იმიტომ, რომ თეორიულად მას ამით მსხვერპლის „მახეში გაბმა“ შეუძლია: იმ შეგრძნების შექმნა, რომ მსხვერპლს ურთიერთობის დატოვება არ შეუძლია. ან რომ მას არავინ შეიყვარებს, რადგან ორსულადაა ან სგგი აქვს.

„სთელსინგის“ პრევენცია

გამომდინარე იქედან, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც „სთელსინგზეა“ პასუხისმგებელი, მისი ჩამდენია, პრევენციაც ამაში მდგომარეობს: არასდროს, არცერთ სიტუაციაში, დაუცველ სექსზე პარტნიორის ნებართვის გარეშე არ მოიხსნათ ან დააზიანოთ თავდაცვითი ბარიერი!

თუ ბარიერის გამოყენება არ გსურთ, ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ ამაზე პარტნიორთან კომუნიკაცია სქესობრივ აქტივობამდე უნდა იქონიოთ და მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში დაკავდეთ დაუცველი სექსით.

READ  ჩემი პასუხი — ანნა არგანაშვილი (ვიდეო)

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Brianna Gilmartin / Verywell Health

წყარო

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
პრეზერვატივის მოხსნა პარტნიორის თანხმობის გარეშე — რა უნდა ვიცოდეთ? [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%96%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0/
shenisilamaze.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.