ხილის ნიღბები სახის კანის მოსავლელად - ვაშლი, ავოკადო, ბანანი და ლიმონი

რომელი ხილისგან დავამზადოთ სახის კანისთვის ნიღბები

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
ბუნებრივი ხილის ნიღბები არის შესანიშნავი გზა კანის ბუნებრივი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. საქართველოში ხელმისაწვდომი ხილით შეგიძლიათ სახლის პირობებში ეფექტური სილამაზის პროცედურები ჩაატაროთ.
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სულაც არ არის აუცილებელი, ძვირი გადაიხადოთ დამატენიანებელ კრემებსა თუ ლოსიონებში.

შეგიძლიათ, სახლის პირობებში ხილისგან თავად მოამზადოთ სახის კანის მოსავლელი საკმაოდ ეფექტური საშუალებები.

 

ხილის ნიღბები შესანიშნავად მოქმედებს კანზე და იაფიც ჯდება. ამაში პირველივე პროცედურის შემდეგ თავად დარწმუდნებით. ნიღბები, კვირაში ორჯერ უნდა გაიკეთოთ. გთავაზობთ იმ ხილის ჩამონათვალს, რომლებიც კანის მოვლისთვის ძალიან ეფექტური და სასარგებლოა.

ვაშლი – კანს სიგლუვესა და ბრწყინვალებას ანიჭებს. ვაშლი არა მხოლოდ სახის ტონირებისა და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება, არამედ ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიც არის აკნე და ამისთვის, საუკეთესო საშუალებაა – უბრალოდ, აბაზანის შემდეგ, სახე ვაშლისგან დამზადებული ერთი სადილის კოვზი ფაფით გაისუფთავეთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ავოკადო – თუ კანის სიმშრალე გაწუხებთ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ავოკადო გამოიყენეთ. ის განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევა და საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. მოამზადეთ ავოკადოს ფაფა, მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ, მაქსიმუმ, 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

ბანანი – საუკეთესოდ წმენდს კანს. ძალიან კარგ შედეგს იძლევა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მშრალი კანი აქვთ. მოამზადეთ ბანანის ფაფა და მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე. გაიჩერეთ არა უმეტეს 5 წუთისა, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი. უმჯობესია, ეს პროცედურა საღამოს საათებში ჩაიტაროთ.

რომელი ხილისგან დავამზადოთ სახის კანისთვის ნიღბები

 

ლიმონი – კანს რეგენერაციისა და აღდგენის შესაძლებლობას აძლევს. გამოიყენეთ ლიმონის წვენი მატონიზირებელ საშუალებად. თუმცა, კანზე 1 წუთზე მეტ ხანს ნუ გაიჩერებთ, რადგან შესაძლოა, ალერგია გამოიწვიოს და კანი გაწითლდეს. ჩამობანის შემდეგ, აუცილებლად წაისვით მკვებავი კრემი.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო 

 

 

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რომელი ხილისგან დავამზადოთ სახის კანისთვის ნიღბები. 9 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%90%e1%83%93/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  არაფრის ყიდვა არ გჭირდებათ, ეფექტი კი კორეული კოსმეტიკის მსგავსია.
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის