ქალი სათვალით და მაკიაჟით რომელიც აჩვენებს მაკიაჟის რჩევებს

რჩევები- სათვალის ტარებისას ლამაზად რომ გამოიყურებოდეთ

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

 ოპტიკური სათვალე ეხმარება ჩვენს მხედველობას, რომ დავინახოთ გამოსახულება უფრო მკაფიოდ და გარკვევით,

მაგრამ ამასთანავე, სათვალე შეიძლება ვაქციოთ საინტერესო და მიმზიდველ იმიჯის ნაწილად.

სახის ფორმებისთვის სწორად შერჩეული სათვალის ჩარჩო დაგეხმარებათ თავდაჯერებულობის ამაღლებაში. მაკიაჟი და სწორად შერჩეული ვარცხნილობა საშუალებას მოგცემთ შეიქმნათ დახვეწილი იმიჯი, რომელიც დაფარავს სახეზე ნაკლოვანებებს.

აიპრიხეთ წამწამები

გამოიყენეთ სპეციალური წამწამების ასაპრეხი ხელსაწყო და აიპრიხეთ წამწამები ზედა მიმართულებით. მეტი მოცულობისთვის დაგრძელებული წამწამები დაყავით რამდენიმე ნაწილად. თქვენი თვალები გამოიყურებოდეს ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

დაიტანეთ ტუში წამწამების ძირებზე 

შეეცადეთ გააკეთოთ ისე, რომ ტუშის მეტი ნაწილი დაიტანოთ ახლოს, წამწამების ძირებთან და ნაკლები – დაბოლოებასთან. შემდეგ, ნაზი მოძრაობით გადაანაწილეთ ტუში ქვევიდან ზევით მთელს სიგრძეზე. შედეგად თქვენი წამწამები გახდება უფრო ლამაზი და მოცულობითი. გარდა ამისა, ასე თავს აარიდებთ სათვალის დამინძურებას. სცადეთ გამოიყენოთ თქვენი თვალის შესაფერისი ტუში, ან ის, რომელიც შექმნის კონტრასტს. სქელი წამწამების ეფექტისთვის გამოიყენეთ თვალის ფანქარი ჰორიზონტალური მიმართულებით. წამწამების დაგრძელებისთვის გამოიყენეთ ფუნჯი ვერტიკალური მიმართულებით მაღლა.

კონსილერით ამოითეთრეთ ჩაშავებული უპეები 

თვალები რომ არ გამოიყურებოდეს დაღლილად და შეშუპებულად, წაისვით დამატენიანებელი კრემი ჰაილაითერთან ერთად თვალების შიდა კუთხეებსა და ქვედა ქუთუთოებზე. გამოიყენეთ თქვენს კანთან შესაფერისი კონსილერის ფერი, რომელიც ამოანათებს თქვენი თვალის კუთხეებს. არ დაიტანოთ ბევრი პროდუქტი ქვედა ქუთუთოზე, რათა ხაზი არ გაესვას თქვენს წვრილ ნაოჭებსა და თვალებქვეშ შეშუპებულ (ჩამოშვებულ) უპეებს.

რჩევები- სათვალის ტარებისას ლამაზად რომ გამოიყურებოდეთ

- Advertisement -
Ad imageAd image

მიეცით წარბებს ფორმა 

სათვალე ჩვენს სახეს აძლევს ფორმას, ისევე როგორც წარბი. გაიკეთეთ კორექცია სალონში ან თუნდაც დამოუკიდებლად, რათა თქვენი წარბები გამოიყურებოდეს მოვლილად. წარბების ხაზი უნდა იყოს სათვალის ჩარჩოს ზემოთ, ამგვარად მოვლილი წარბები იქნება მარტივად შესამჩნევი.

#drpkhakadze

წყარო

 

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რჩევები- სათვალის ტარებისას ლამაზად რომ გამოიყურებოდეთ. 12 ივლისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის