აჭარის მთავრობის წარმომადგენლები შშმ პირთა რეაბილიტაციის ცენტრში

სატრანსპორტო საშუალება საჩუქრად აჭარის მთავრობამ გადასცა – დღის ცენტრის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, თინათინ ზოიძემ, სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და დღის ცენტრს მიკრო-ავტობუსი გადასცეს, რომელიც ბენეფიციარებს მოემსახურება. სატრანსპორტო საშუალება საჩუქრად აჭარის მთავრობამ გადასცა.
რეაბილიტაციის ცენტრ ,,თანაში“ ფუნქციონირებს:
• დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის, რომელშიც ჩართულია 6-დან 18 წლამდე ასაკის 25 ბავშვი;
• დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომელშიც ჩართულია 18-25 წლამდე ასაკის 25 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
დღის ცენტრებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ტრანსპორტირებით, ორჯერადი კვებით, ფსიქოლოგის, სპეც. პედაგოგების, ოკუპაციური თერაპევტის, მუსთერაპევტის, ერგოთერაპევტის მომსახურებით. ასევე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთათვის ნევროპათოლოგების, თერაპეტების, მასაჟისტების, ლოგოპედის დახმარებით ხდება მთი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
დღის ცენტრის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). სატრანსპორტო საშუალება საჩუქრად აჭარის მთავრობამ გადასცა – დღის ცენტრის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 21 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  მნიშვნელოვნად გაზარდა დაფინანსება, რათა მიაღწიოს მომსახურების სრულ დაფარვას ონკოლოგიური დაავადებების
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის