სახლის პირობებში გამომცხვარი ლობიანი თეფშზე

უგემრიელესი ლობიანის მომზადების საიდუმლო

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

გთავაზობთ უგემრიელესი ლობიანის მომზადების ერთერთ ვერსიას.

უგემრიელესი ლობიანის  რეცეპტი აუცილებლად გამოსცდათ და შედეგი კომენტარებში გაგვიზიარეთ.

ინგრედიენტები:

1. რძე / წყალი – 2 ჭიქა

2. საფუარი – 3 ს/კ

3. კვერცხი – 2 ცალი

4. ფქვილი

5. ერბო / ღორის ქონი – 120 გრ.

6. ლობიო – 1 კგ.

მომზადების წესი:

უპიველეს ყოვლისა უნდა მოვზილოთ ცომი. ამისათვის გავათბოთ 2 ჭიქა რძე/წყალი, ჩავყაროთ 3 ს/კ საფუარი, 2 გათქვეფილი კვერცხი და შევაზილოთ ფქვილი. გავადნოთ 120 გრ ერბო ან ღორის ქონი.

გამდნარი ქონით დავისველოთ ხელები (ხშირად) და იქამდე ვზილოთ ასე სანამ ცხიმს მთლიანად არ შეიზელს.

ამის შემდეგ თბილად შევფუთოთ და თბილ ადგილას დავდოთ 1 საათით. მოვხარშოთ 1 კგ ლობიო და კარგად ჩავზილოთ. ამას დაუმატეთ ღორის ქონში/ერბოში მოშუშული 100 გრ ხახვი.

ცომი ამოიღეთ გუნდებად და გააბრტყელეთ. გაბრტყელებულზე დადეთ ლობიო და მოუკარით თავი.

შეგიძლიათ გამოაცხოთ როგორც ღუმელში ისე ტაფაზე. მზა ლობიანს წაუსვით ცხიმი იქამდე სანამ ცხელია.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). უგემრიელესი ლობიანის მომზადების საიდუმლო. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a3%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ყველაზე უჩვეულო კულინარიული რჩევები, რომელსაც საიდუმლოდ ინახავენ გამოცდილი მზარეულები. თუმცა ზოგიერთი დიასახლისი მაინც ახერხებს მათი ცოდნის გარკვევას.
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის