ქეით უინსლეტი საკუთარ ქალიშვილზე საუბრობს, რომელიც მას ძალიან ჰგავს

ქეით უინსლეტი საკუთარ ქალიშვილზე საუბრობს, რომელიც მას ძალიან ჰგავს

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

,,არავის აქვს უფლება,  დაგვაბულინგოს და რამის შეცვლა მოგვთხოვოს” – ქეით უინსლეტი საკუთარ ქალიშვილზე საუბრობს 

ოსკაროსანი მსახიობი ქეით უინსლეტი რამდენიმე კვირის წინ წითელ ხალიჩაზე საკუთარ ქალიშვილთან, მიასთან ერთად გამოჩნდა, რამაც ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ისინი BAFTA 2023-ის კინოდაჯილდოებას დაესწრნენ. გოგონა ვარსკვლავი დედის კვალს გაჰყვა და თავადაც მსახიობია. მეტიც, ფილმში ქეითთან ერთადაც ითამაშა. ამავდროულად, იგი ფიზიკურად დედის მინიასლად გადაიქცა.

მია ტრიპლტონი 22 წლისაა. 2020 წელს გამოვიდა იტალიური ტრილერი “ჩრდილები”, რომელშიც გოგონა მთავარ როლს ასრულებდა.

ქეით უინსლეტმა ისიც აღნიშნა, რომ საკუთარ ქალიშვილს ბავშვობიდან ასწავლის, საკუთარი თავი უყვარდეს და არავის გამო არ გადაწყვიტოს შეცვლა. აღსანიშნავია, რომ ქეითს უკვე მრავალი წელია, წონისა თუ სხვა მიზეზით, აბულინგებენ, თუმცა მსახიობი ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც თავად სურს და მოსწონს.

- Advertisement -
Ad imageAd image

,,ჩემს შვილს ხშირად ვეუბნები, გაგვიმართლა, სრული ფორმები რომ გვაქვს და არავის აქვს უფლება, ამის გამო დაგვაბულინგოს და რამის შეცვლა მოგვთხოვოს.”- ამბობს მსახიობი.

კითხვის გაგრძელება 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ქეით უინსლეტი საკუთარ ქალიშვილზე საუბრობს, რომელიც მას ძალიან ჰგავს. 5 სექტემბერი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a3%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ვარდის წყალი - სილამაზის საიდუმლო
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის