STEM DAY ღონისძიება ქალებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში

ღონისძიება „ქალები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში – STEM DAY” გაიმართება

მარიამ ლომიძე
მარიამ ლომიძე - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

11 თებერვალს, მეცნიერი ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ფორსეტი ტექნოპარკში ღონისძიებას „ქალები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში – STEM DAY” გამართავს.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე, წარმატებული ქართველი ქალების გამოსვლებს, მონაწილეობა მიიღონ სფეროში არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ გამართულ დისკუსიებში, ჩაერთონ ვორქშოპებში და სხვა მრავალ სახალისო აქტივობაში.

ინფორმაციის თანახმად, სპიკერებს შორის იქნება „საქართველოს ბანკის“ უფროსი მონაცემთა მეცნიერი გვანცა ლაზარაშვილი, რომელიც აუდიტორიას გაუზიარებს გამოცდილებას და გზას – ფიზიკიდან მონაცემთა მეცნიერებამდე.

ამასთან, ვორქშოპების ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან კომპიუტერული თამაშების შექმნის სპეციფიკას, კიბერთაღლითობის საფრთხისგან თავის დაცვის გზებს, AI საფუძვლებს და სხვა საკითხებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ბანკის განმარტებით, ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა 8 თებერვლამდე გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

„საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათი მომავლის პროფესიებით დაინტერესებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით ჩვენი პორტფოლიო 40-ზე მეტ პროექტს ითვლის. ფორსეტის მიერ გამართული ღონისძიება „ქალები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში – STEM DAY” გამორჩეული ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების, უფრო მეტად კი გოგონების STEM მიმართულებით დაინტერესებას. ვფიქრობთ, აღნიშნული ღონისძიება დაეხმარება მოსწავლეებს და სტუდენტებს, გადადგან ნაბიჯი STEM მიმართულებით. ვიმედოვნებთ, მომავალში ბევრ ქართველ ახალგაზრდას ვიხილავთ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებსა და გამომგონებლებს შორის“, – აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ღონისძიება „ქალები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში – STEM DAY” გაიმართება. 7 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a6%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რომელია 2024 წლის ყველაზე მოდური ფერი?
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — ბუნებრივი საშუალებები და დღის რუტინა. წერს ნიღბებზე, ზეთებსა და მცენარეულ რეცეპტებზე, დილისა და საღამოს მოვლის რუტინაზე და სეზონურ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის