ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება საქართველოში 2024 წელს

„ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა“

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, – ამის შესახებ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის კვლავაც უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურებით უნივერსალური მოცვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

„ამასთან, ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება. გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. ქვეყანაში დაინერგება ონკოლოგიური დაავადებების მართვის უახლესი მეთოდები. გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პრიორიტეტული სტაციონარული დაწესებულებებისა და სოფლად ამბულატორიების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის ამოცანების შესრულება.

მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივი ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამებით უზრუნველყოფას. უზრუნველყოფილი იქნება სოციალური პაკეტის ინდექსაცია. გაგრძელდება განსაკუთრებული ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. 1000 უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს სახელმწიფოსგან. საქართველოს მთავრობა იზრუნებს პენსიების ყოველწლიურ ზრდაზე ქვეყნის ეკონომიკის ზრდის კვალდაკვალ. უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია „პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად. შეუფერხებლად გაგრძელდება დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამა“, – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -
Ad imageAd image

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). „ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა“. 8 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%9d/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რატომ გვჭირდება რეგულარულად ბანაობა
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის