ჯენიფერ გარნერი - ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი და სამი შვილის დედა

ჯენიფერ გარნერი -ცხოვრება კარიერის პარალელურად

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჯენიფერ გარნერი -მისი ცხოვრება სამსახიობო კარიერის პარალელურად და ფაქტები, რომელთა გამოც მსოფლიოში ის განსაკუთრებით უყვართ

ჯენიფერ გარნერი ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანია, რომელმაც კარიერის გასაოცარი სიმაღლეების მიღწევა შეძლო, თუმცა არასდროს დაავიწყებია საკუთარი ოჯახი და პირადი ცხოვრება. ის თავის კარიერას წარმატებით უთავსებს დედობასა და საქველმოქმედო საქმიანობას, რაც მის პიროვნულ სიძლიერებაზე მეტყველებს. გარნერი 3 შვილს მარტო, დამხარეების გარეშე ზრდის, კარიერას ბავშვებზე წინ არასდროს აყენებს და მათ გამო უამრავ დათმობასა და კომპრომისზე მიდის.

,,ძალიან ბევრს ვშრომობ და ვცდილობ, ფორმაში ვიყო, მაგრამ მე მაინც უპირველესად სამი შვილის დედა ვარ”- აცხადებს მსახიობი.

ჯენიფერ გარნერის კარიერა კინოში 2000-იან წლებში დაიწყო, როდესაც მან სერიალ “Alias”-ში სიდნი ბრისტოუს როლი შეასრულა. ამ როლმა მას სახელი და უამრავი ჯილდო მოუტანა, რამაც მის კარიერულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ამის შემდეგ, ჯენიფერი მრავალი ცნობილი ფილმის ნაწილი გახდა, როგორიცაა “Daredevil”, “13 Going on 30”, “Dallas Buyers Club” და “Love, Simon”. მის კარიერას მუდმივად ახლავს დადებითი კრიტიკა და მაყურებელთა სიყვარული.

აღსანიშნავია ისიც რომ ჯენიფერ გარნერი აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ის UNICEF-ის ელჩია და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს. მისი ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი განათლება და სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებაა. გარდა ამისა, ჯენიფერი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიებში და თავის ფინანსურ რესურსებსაც აქტიურად ახმარს ამ საქმიანობას.

- Advertisement -
Ad imageAd image

კითხვის გაგრძელება 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ჯენიფერ გარნერი -ცხოვრება კარიერის პარალელურად. 1 სექტემბერი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%af%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  Მაია ჯაბუას ცხოვრების საინტერესო მხარე
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის