რა უნდა გავაკეთოთ მაღალი წნევის დროს სახლში

ჰიპერტონიკებო, როგორ ვაკონტროლოთ წნევის ცვალებადობა. გისურვებთ ჯანმრთელობას!

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
5 წუთიანი წაკითხვა
მაღალი არტერიული წნევა კანის მდგომარეობასა და სილამაზეზეც აისახება. ჰიპერტონიისას კანის მოვლისა და კოსმეტიკის გამოყენების შესახებ ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს.
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ყველამ იცის, როგორი სახიფათოა მაღალი არტერიული წნევა ორგანიზმისთვის. მისი გართულებებია გულისა და თირკმლის დაავადებები, ინსულტი და სხვა.

მკურნალობა აუცილებელია. მაგრამ რა გავაკეთოთ, თუ მაღალი წნევის დროს აუცილებელი წამალი ხელთ არ გვაქვს?

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ასეთი შემთხვევებისთვის ჩვენ გთავაზობთ წნევის დაწევის 20 ნაკლებად ცნობილ ხერხს.

როგორ დავაქვეითოთ წნევა სწრაფად და ეფექტურად ტაბლეტების გარეშე?

1. თუ წნევამ აგიწიათ შენობაში, გადით ქუჩაში, ნელა იარეთ 30 წუთი, გააკეთეთ 10 ჩაჯდომი მაღლა აწეული ხელებით.

2. მოუშვით ცივი წყალი და შეუშვირეთ ნაკადს ტერფები 5- 10 წუთით. ამის გაკეთება ხელებითაც შეგიძლიათ. დაასველეთ პირსახოცი ცივი წყლით და დაიდეთ მზის წნულზე [კუჭის მიდამოში]  რამდენიმე წუთი.

3. მაცივრის საყინულედან გამოიღეთ ყინულის კუბები, შეახვიეთ ტილოში, დაწექით პირქვე და ცივი კომპრესი დაიდეთ კეფაზე.

4. ყინულის კუბი წაისვით კისრის მალებზე, შემდეგ გაიმშრალეთ კარგად და გაციებულ ადგილზე წაისვით ქაფურის ზეთი.

5. აიღეთ ბამბის პირსახოცი, ჩაასველეთ ვაშლის ძმარში და მთლიანად შემოიხვიეთ ქუსლებზე 10 წუთით.

6. თუ წნევა ნერვული სტრესის ფონზე აგეწიათ, დაწყნარდით, მიირთვით დამამშვიდებელი ჩაი – პიტნის ან მელისასი, დაწექით და დახუჭეთ თვალები.  ამბობენ, წვევის დაქვეითებაში კატებიც გვეხმარება.მათგან მომავალი სითბო ამშვიდებს  და ადუნებს ადამიანს.

7. შეგიძლიათ ჩაიტაროთ წერტილოვანი მასაჟიც. კისერზე, ყურის ნიჟარის უკან, ყურის ბიბილოს ქვემოთ მდებარე წერტილს დააწექით 10 წამი, შემდეგ თითი გაატარეთ კანზე ლავიწამდე. ამის შემდეგ 1 წუთით დააწექით წარბებშუა წერტილს.

8. სუნთქვითი ვარჯიშები კარგი მეთოდია წნევის დასარეგულირებლად. დაჯექით სკამზე და გაჭიმეთ ზურგი. დაიდეთ ხელი მუცელზე, ღრმად ჩაისუნთქეთ, გაჩერდით რამდენიმე წამი და კვლავ ბოლომდე  ჩაისუნთქეთ, 5 წამით სუნთქვა შეაჩერეთ. თანდათან ამოისუნთქეთ ჯერ მუცლიდან, შემდეგ ფილტვებიდან. შეისვენეთ 1 წუთი და გაიმეორეთ იგივე ციკლი 4 ჯერ. გააკეთეთ კიდე ერთი ვარჯიში. ჩაისუნთქეთ ისევე, ამოისუნთქეთ ძალიან ნელა, ჩასუნთქვაზე ორჯერ უფრო ნელა. გაიმეორეთ 5 ჯერ 1 წუთიანი შესვენებებით.

READ  11 ეკონომიური ხერხი სილამაზისთვის.

9. არსებობს სუნთქვითი ვარჯიში პლასტიკური ბოთლის დახმარებით.  ბოთლს მოაჭერით ძირი, ცეცხლით მოარბილეთ კიდეები, მიიდეთ ბოთლი სახეზე გადანაჭერით და ცხვირით ღრმად ჩაისუნთქეთ. ამოისუნთქეთ პირით ისე, რომ ნაკადი მოექცეს ბოთლის ყელში. გააკეთეთ 20 ჯერ.

10. წნევის დაქვეითებას იოგაც ეხმარება. ყველაზე ეფექტურია მოღუნული სანთლის პოზა. შეასრულეთ ვარჯიშის იოლი ვარიანტი. პოზაში დაყავით 4 წუთი.

11. აიღეთ 2 ნატეხი რაფინირებული შაქარი და დაასხით 1 ჩაის კოვზი კონიაკი. ჩაიდეთ შაქარი და გაიჩერეთ პირში გადნობამდე.

12. წნევის მომატებისას დალიეთ შარდმდენი ჩაი: კარკადე, მაგარი მწვანე ჩაი, გვირილის, ოხრახუშის თესლის, ბაბუაწვერასი, მატიტელასი…

13. ზოგი კენკრა წნევას წამლებზე უკეთ აქვეითებს, მათ შორის: შავი კუნელი, წითელი კუნელი, მოცხარი, ძახველი. მიირთვით ერთი მუჭა კენკრა, ან დალიეთ 50 მლ წვენი. ზაფხულში გაყინეთ ხილი ზამთრისთვის.

14. წნევის სწრაფი დაქვეითებისთვის დალიეთ 1 ჭიქა ნატურალური ბროწეულის წვენი.

15. ძალიან ეფექტურია ბალახეულის ნაკრები. ცნობილი სამეული: კატაბალახა, … მათი ნაყენი შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი პროპორციით. პროფილაქტიკის მიზნით მიიღეთ უზმოზე და ძილის წინ თითო სუფრის კოვზი. წნევის აწევისას დალიეთ ამ ბალახების ჩაი.

16. ჰიპერტონული კრიზის შემდეგ წნევის ნორმალიზებისთვის  გააკეთეთ ლიმონისა და ნივრის ნაყენი. ხორცსაკეპში გაატარეთ 3 თავი ნიორი და 3 ლიმონი ქერქიანად. დაასხით 1 ლიტრა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დატოვეთ თავდახურული 24 საათით. გადაწურეთ და სვით  თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 3 ჯერ დღეში. ნაყენი შეინახეთ მაცივარში.

17. თანაბარი პროპორციებით შეურიეთ ასფურცელა, პიტნა,… 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით მდუღარე, დატოვეთ თერმოსში 20 წუთი, მიიღეთ 100 მლ 4 ჯერ დღეში.

რა უნდა გავაკეთოთ მაღალი წნევის დროს სახლში

18. მრავალი ადამიანი წნევის დასაწევად იყენებს კარავაევის ნაკრებს. მასში შედის მცენარეთა 24 სახეობა, რომლებსაც თანაბარი რაოდენობით ურევენ ერთმანეთში. 10 ჩაის კოვზ ნარევს ასხამენ 1,2 ლ მდუღარეს, დაბალ ცეცხლზე აჩერებენ 2 წუთს და შემდეგ დგამენ 2,5 საათით.

რა უნდა გავაკეთოთ მაღალი წნევის დროს სახლში

19. აიურვედაში წნევის დასაწევად სანელებლებს იყენებენ. დარიჩინი, ორეგანო, მშრალი ნიორი, კარდამონი, ცერეცო შეურიეთ ერთმანეთს თანაბრად. მაღალი წნევის დროს მიიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნარევი, მიაყოლეთ 200 მლ თბილი წყალი.

READ  ცილა, რო­მელ­საც კი­ბოს უჯრე­დე­ბის მოკ­ვლა შე­უძ­ლია - კი­ბოს უჯრე­დე­ბის თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის გზას მი­აგ­ნეს

რა უნდა გავაკეთოთ მაღალი წნევის დროს სახლში

20. ორგანიზმში სითხის ნაკლებობა წნევის მატების მაპროვოცირებელია. ამის თავიდან ასაცილებლად უზმოზე დალიეთ 3 ჭიქა თბილი წყალი. რთულია, მაგრამ დაიწყეთ ერთი ჭიქით და თანდათან მოუმატეთ.

რა უნდა გავაკეთოთ მაღალი წნევის დროს სახლში

მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის ნაჩვენენია უმარილო დიეტა და მაგიდა  ნომერი 7.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ ჰიპერტონიასთან ბრძოლაში. მოგვწერეთ კომენტარში, როგორ იგდებთ წნევას, თუ წამალი ხელთ არ გაქვთ.

თუ მოგეწონათ სტატია, მოუყევით მეგობრებს. ისინი მადლიერები დაგრჩებიან.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge

სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ჰიპერტონიკებო, როგორ ვაკონტროლოთ წნევის ცვალებადობა. გისურვებთ ჯანმრთელობას!. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/ჰიპერტონიკებო-როგორ-ვაკ/

სტატიის ციტირება
ირინა დათაშვილი. ჰიპერტონიკებო, როგორ ვაკონტროლოთ წნევის ცვალებადობა. გისურვებთ ჯანმრთელობას! [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%b0%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9d-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%99/
shenisilamaze.ge
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
author avatar
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
›
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
›
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
›
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
⌄
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
⌄
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა ↗
ახალი ფანჯარა გაიხსნება
›
✨რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.