თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა და სამედიცინო პერსონალი

13 კლინიკა მზადაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმოს

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების დასაქმების მზაობას გამოთქვამენ.

სამედიცინო დაწესებულებები აღნიშნავენ, რომ კლინიკებში ვაკანტური სამუშაო ადგილები აქვთ, სადაც, სურვილის შემთხვევაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს დაასაქმებენ.

კლინიკებთან მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტრომ აწარმოა.

ჩამონათვალშია როგორც სახელმწიფო, ისე – კერძო კლინიკები:

- Advertisement -
Ad imageAd image

• რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;
• ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;
• საჩხერის რაიონული საავადმყოფო;
• პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;
• ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა;
• გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა;
• ჯეო ჰოსპიტალის ქსელი;
• კავკასიის მედიცინის ცენტრი;
• ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
• თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;
• იმედის კლინიკა;
• დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;
• თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის პერსონალთან პირდაპირი კომუნიკაცია გრძელდება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). 13 კლინიკა მზადაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დაასაქმოს. 5 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/13-%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  DRG რეფორმა საქართველოში: როგორ შეიცვალა ჯანდაცვის დაფინანსება ერთ წელიწადში
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის