პარლამენტის სხდომა ორგანოთა გადანერგვის კანონის მიღებისას

პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

#sheniekimi SheniEkimi.ge • შენიექიმი.ge

პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო.

ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარუდგინა.

- Advertisement -
Ad imageAd image

კანონპროექტით მოწესრიგდება ადამიანის ორგანოების გადანერგვის ძირითადი პრინციპები, ასევე განისაზღვრება დონორისა და რეციპიენტის უფლებები.

კანონპროექტი ადგენს ადამიანის ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს, უზრუნველყოფს მიკვლევადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, აწესრიგებს გადანერგვის სფეროს მართვასთან, მათ შორის, ინსპექტირებასთან, ლიცენზირებასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო. კანონპროექტი, ტრანსპლანტაციის გადაწყვეტილების მიღების და ორგანოების გადაცემისას კომერციულ ინტერესებს გამორიცხავს.

ცვლილებები, ჯანდაცვის სამინისტროში ტრანსპლანტაციის სამმართველოსა და მართვის ცენტრალური ბაზის შექმნას მოიცავს“ – ნათქვამია განცხადებაში.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. 2 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/18295-2/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  კანონპროექტი შექმნის მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სისტემის ძირითად საკანონმდებლო საფუძველს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მიახლოებული
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის