მომწვანო კარტოფილი აღმონაცენებით რომელიც შეიცავს სოლანინს და არის საშიში ჯანმრთელობისთვის

„ჯანმრთელობისთვის საშიშია – უმჯობესია საკვებად არ გამოვიყენოთ ასეთი შეფერილობის კარტოფილი“

მარიამ ლომიძე
მარიამ ლომიძე - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

„კარტოფილი, რომელიც დაფარულია ხშირი აღმონაცენებით და არის მომწვანო შეფერილობის, უმჯობესია აღარ გამოვიყენოთ, ასეთ კარტოფილში სოლანინი – მომწამვლელი ნივთიერება სიღრმეშია შეჭრილი და ის ჯანმრთელობისთვის საშიშია.
ერთხელ ასეთი პროდუქტის მირთმევა, რა თქმა უნდა, ადამიანს საბედისწერო ზიანს არ მიაყენებს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ამ პროდუქტის სისტემატურ გამოყენებაზე, ეს ნამდვილად არის ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტი.
დადასტურებულია, რამდენად ზარალდება ღვიძლი და მისი ფუნქციები სოლანინის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში და ონკოლოგიური რისკები მთელი ორგანიზმისთვის მზარდია. შეიძლება, ბადრიჯანი კიდევ უფრო სარისკო იყოს. მას სოლანინის თვალსაჩინო დაგროვება შეიძლება ვერც შევამჩნიოთ შეფერილობის გამო. პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ბადრიჯანშიც აუცილებლად დაგროვდება სოლანინი,“- განაცხადა  მარი მალაზონიამ.

#datashvil

- Advertisement -
Ad imageAd image

SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). „ჯანმრთელობისთვის საშიშია – უმჯობესია საკვებად არ გამოვიყენოთ ასეთი შეფერილობის კარტოფილი“. 8 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/janmrthelobisthvis-sashishia-umjobesia-sakvebad-ar-gamoviqhenoth-asethi-shepherilobis-kartophili/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ეს სიგნალები არ უნდა დააიგნოროთ! მოსახლეობის მხოლოდ 1% ცნობს ღვიძლის პრობლემას დროულად – ჩაიტარე ტესტი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — ბუნებრივი საშუალებები და დღის რუტინა. წერს ნიღბებზე, ზეთებსა და მცენარეულ რეცეპტებზე, დილისა და საღამოს მოვლის რუტინაზე და სეზონურ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის