ღორის სისხლში ნაპოვნი ნაერთებისგან შემუშავებულ ახალ თერაპიულ საშუალებას E5 -ს შეუძლია ორგანიზმის გაახალგაზრდავება. E5 შედგება რთული ნანონაწილაკებისა და ახალგაზრდა პლასებისგან.
დაბერების საწინააღმდეგო E5 გამოსცადეს ასაკოვან ვირთხებზე. კვლევა მოიცავდა ახალგაზრდა ღორების სისხლიდან მიღებული E5-ის შეყვანას მოხუც ვირთხებში. შეუძლია შეცვალოს დაბერების პროცესი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ხანგრძლივობაზე კვლევის ანგარიში ჟურნალში GeroScience გამოქვეყნდა.
დაბერების საწინააღმდეგო თერაპიის დროს ახალგაზრდა ღორის სისხლით მომზადებული საშუალება ასაკოვანი ვირთხის ორგანიზმში შეიყვანეს, რამაც უჯრედების გაახალგაზრდავება გამოიწვია. თუკი ექსპერიმენტი ადამიანზე ჩატარდება, 80 წლის მოხუცი 26 წლის ახალგაზრდას დაემსგავსება.
კვლევებით დადგინდა, რომ ღორის სისხლს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ჰქონდა ვირთხების სხვადასხვა ქსოვილზე, ის ასევე ცვლის სისხლის, გულისა და ღვიძლის ბიოლოგიურ ასაკს.
პლაზმური ფრაქციების მკურნალობა თანმიმდევრულად ეფექტიანია როგორც მამრ, ასევე მდედრ ვირთხებში.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ტიპის თერაპიამ შესაძლოა ადამიანზე უარყოფითი გავლენა იქონიოს:
”ის, რაც სასარგებლოა ერთი სახეობისთვის, შეიძლება, კატასტროფული აღმოჩნდეს მეორისთვის“.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სილამაზე. (2023). “შესაძლებელი გახდება, 80 წლის მოხუცი 26 წლისას დაემსგავსოს…“. 10 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/shesadzlebeli-gakhdeba-80-tslis-mokhutsi-26-tslisas-daemsgavsos/



