ჯანსაღი საკვები ბავშვის ტვინის განვითარებისთვის

კვება ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის – ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტები

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

​ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ პროდუქტებზე ისაუბრა::

„თავის ტვინის ჯანმრთელობაზე შეიძლება კვების ჭრილშიც ვისაუბროთ. ბავშვის ტვინის ჯანმრთელობის გააზრების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მწყობრად დალაგებული საკვები ჯგუფები და ნივთიერებები. რასაკვირველია, ამ ჩამონათვალში ცილა არის პირველი. წარმოუდგენელია ტვინის ფუნქცია ცილის მონაწილეობის გარეშე. ნახშირწყალი, როგორც წესი არის ხოლმე გალანძღული. რამის უარყოფა თუ უნდა მოხდეს საკვები ნივთიერებებიდან, უარყოფენ ხოლმე ნახშირწყალს. ნახშირწყალი მთავარი საწვავია. უბრალოდ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელი ნახშირწყალი უნდა იყოს უპირატესად ბავშვის რაციონში. კვებაში ცხიმების, განსაკუთრებით ომეგა-3-ის და ცხიმოვან ცვლაში მონაწილე ისეთი კომპონენტის ჩართულობა, როგორიც არის ქოლინი უმნიშვნელოვანესია თავის ტვინისთვის.

A ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, C და D ვიტამინები, რკინა, თუთია, სპილენძი, იოდი და სელენი, – რატომ არის ეს ყველაფერი ასე მნიშვნელოვანი? 2019 წელს გამოქვეყნდა მეტაანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვის თავის ტვინის ფუნქციაზე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც მივაწოდებთ. განსაკუთრებით ნაჯერი ცხიმები, ცხოველური წარმოშობის ცხიმები, ტექნოლოგიურად მიღებული ცხიმები და ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები, შაქრები, შეიძლება გახდეს ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის წინაპირობა.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყალთან ერთად ბავშვის ტვინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტების ათეულს დავასახელებ. ეს არის კვერცხი, პარკოსნები, თხილეული, მარცვლეული-ბურღულეული, ხილ-ბოსტნეული, თევზი, ნაკლებადცხიმიანი წითელი ხორცი, კაკაო, შოკოლადი (3 წლის შემდეგ), ფერმენტირებული რძის პროდუქტი (მაწონი, იოგურტი). ეს 10 ძირითადი პროდუქტი ბავშვის კვების ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს გათვალისწინებული“.

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). კვება ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის – ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტები. 15 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/kveba-bavshvis-tvinis-janmrthelobisthvis-avshvis-tvinis-janmrthelobisthvis-autsilebeli-produqtebi/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ კალორიების მინიმალურ და ვიტამინების მაქსიმალურ რაოდენობას.
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის