აკნეს პრობლემა სახეზე და კოსმეტოლოგიური მკურნალობის პროცესი

აკნეს თვითმკურნალობამ, შესაძლოა, უკუშედეგი გამოიწვიოს

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

აკნეს სამიზნე უმეტესად 14-17 წლის გოგონები და 16-19 წლის ბიჭები არიან, თუმცა, არა მხოლოდ – როგორც ექიმები ამბობენ, აკნემ შეიძლება განწყობა გაუფუჭოს იმ ადამიანებსაც, ვინც კანს არასწორად უვლის, ზოგჯერ კი, ნერვებმოშლილი თვითმკურნალობასაც მიმართავს… გასათვალისწინებელია, გენეტიკა და გინეკოლოგიური პრობლემებიც, თუმცა, სწორი მკურნალობის შემთხვევაში, აკნეს მორჩენა სრულიად შესაძლებელია.

კოსმეტოლოგიაში აკნე, შესაძლოა, სამ სტადიად დაიყოს – მსუბუქი ფორმა, ანუ შედარებით მცირე ზომის შავი და თეთრი ფერისმჭამელები სახეზე, მეორე – მათი უფრო მკაფიო გამოხატულება; ასევე, სახის გარდა, ზურგსა და მხრებზე გავრცელებული მკვეთრი გამონაყარი, ე.წ. პუსტულები;

არის შემთხვევები, როდესაც აკნეს „დასამალად“ მაკიაჟის ღრუბლებსა და ფუნჯებს იყენებენ, რაც უმეტესად უარეს შედეგს იწვევს, რადგან მათზე ბაქტერიები ვრცელდება, რაც კანს აზიანებს.

და მაინც, რა არის აკნე, რა ასაკში იჩენს თავს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას – ეს არის თემები, რომლის გარშემოც ესთეტიკური ცენტრი „ესთეტიკ პალასის“  ექიმი-კოსმეტოლოგი და ინექციონისტი, ნატა რევაზიშვილი საუბრობს:

- Advertisement -
Ad imageAd image

– აკნეს მკურნალობა მოიცავს ცხოვრების წესის ცვლილებას, მედიკამენტებს, სამედიცინო პროცედურებს (წმენდა, პილინგი), სწორად შერჩეულ კანის მოვლის საშუალებებს. მართებულია დიეტაც – სწორი და ჯანსაღი კვება ყოველთვის სასურველია, მაგრამ მკურნალობის პროცესში გადამწყვეტი როლი ვერ იქნება.

წაიკითხეთ სრულად

 

#datashvil

#drpkhakadze

- Advertisement -
Ad imageAd image

#SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). აკნეს თვითმკურნალობამ, შესაძლოა, უკუშედეგი გამოიწვიოს. 16 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/aknes-thvithmkurnalobam-shesadzloa-ukushedegi-gamoitsvios/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაცია და კოსმეტიკური მედიცინა: რისი ცოდნაა საჭირო
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის