მზის ატმოსფეროში დაფიქსირებული პოლარული გამოსხივება

მზეზე პოლარული ციალის მსგავსი გამოსხივება დააფიქსირეს

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მეცნიერებმა მზის ატმოსფეროში პოლარული ციალის მსგავსი გამოსხივება დააფიქსირეს.

მზის ფოტოსფეროში სწრაფად მზარდი ლაქის თავზე, დაახლოებით 40 000 კმ სიმაღლეზე, ასტრონომთა ჯგუფმა აქამდე ჯერ არნახული ტიპის ხანგრძლივი რადიოგამოსხივება ჩაიწერა. ჯგუფს ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი სიე იუ ხელმძღვანელობდა.

მზე ყველა სახის რადიაციას გამოყოფს, მაგრამ მკვლევართა განცხადებით, ეს შემთხვევა სხვას არაფერს ჰგავდა, თუ არა პოლარულ ციალს.

„დავაფიქსირეთ მზის ლაქებიდან მომდინარე პოლარიზებული რადიოანთებების ხანგრძლივი გამოსხივების განსაკუთრებული ტიპი, რომელმაც კვირაზე დიდხანს გაძლო. ის სრულიად განსხვავდება ტიპური, გარდამავალი რადიოანთებებისგან, რომლებიც როგორც წესი, წუთებს ან საათებს გრძელდება. ამაღელვებელი აღმოჩენაა, რომელმაც შეიძლება, შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ვარსკვლავური მაგნიტური პროცესების შესახებ“, — ამბობს იუ.

- Advertisement -
Ad imageAd image

წაიკითხეთ სრულად

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). მზეზე პოლარული ციალის მსგავსი გამოსხივება დააფიქსირეს. 16 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/mzeze-polaruli-tsialis-msgavsi-gamoskhiveba-daaphiqsires/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რა არის ჩრდილოეთის ციალი
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის