აკნე სახეზე - ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია მოზარდებში

აკნე, მისი გამომწვევი მიზეზები…

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
აკნე თანამედროვე ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემაა. ბევრი ფიქრობს, რომ აკნეს გაჩენა მხოლოდ სისუფთავის ნაკლებობას უკავშირდება, მაგრამ ვალენტებული მიზეზია კვების რაციონი.
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

აკნე ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ყველაზე ხშირად, სქესობრივი სიმწიფის, გარდატეხის პერიოდში ვლინდება.

მისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: ცხიმიანობის ზრდა, ცხიმგროვების, ფერიმჭამელების წარმოქმნა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც შავი წერტილების და ღია ფერიმჭამელების სახით, ასევე თეთრი დახურული ელემენტების სახით. მისი სალოკალიზაციო არე უპირატესად თავის თმიანი არეა, ასევე სახის არე, გულ-მკერდისა და ზურგის მიდამოები სადაც ყველაზე ხშირად არის წარმოდგენილი.

დაავადების გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია, სქესობრივი სიმწიფის პერიოდთან. ანდროგენების, სასქესო ჰორმონების ორგანიზმში გამომუშავება, განაპირობებს ცხიმიანობის ზრდას. ასევე მეორე ფაქტორი ეს არის, პროპიუმ-ბაქტერიუმ აკნე, კანზე მცხოვრები ბაქტერია, რომელიც განაპირობებს ანთებადი პროცესის (პუსტულა-ჩირქგროვის) წარმონაქმნს.

აკნე ჰორ­მონ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი კა­ნის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად ახა­სი­ა­თებს გა­მო­ნა­ყა­რი სა­ხე­ზე, გულ­მკერ­დსა და ზურ­გზე. ამ და­ა­ვა­დე­ბას ზოგ­ჯერ “გარ­და­ტე­ხის ასაკ­საც” უწო­დე­ბენ, რად­გა­ნაც ეს პრობ­ლე­მა ძი­რი­თა­დად გარ­და­მა­ვალ ასაკ­ში ჩნდე­ბა და მო­ზარ­დებს სე­რი­ო­ზუ­ლად აწუ­ხებთ. ის, რომ თი­ნე­ი­ჯე­რებს მე­ტად აწუ­ხებთ, ამას სტა­ტის­ტი­კაც ადას­ტუ­რებს – აკნე მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ს აქვს, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში მყოფ პირ­თა შო­რის კი – 80%-ს, ანუ ახალ­გაზ­რდებ­ში ოთხჯერ უფრო ხში­რია.

- Advertisement -
Ad imageAd image

დაავადება გადამდები არ გახლავთ, თუმცა, გენეტიკური ფაქტორი ამ შემთხვევაში საკმაოდ გასათვალისწინებელია, რაც არის მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების მგრძნობელობის ზრდისას სასქესო ჰორმონების ანდროგენების მიმართ.

 

#datashvil

#drpkhakadze

- Advertisement -
Ad imageAd image

#SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). აკნე, მისი გამომწვევი მიზეზები…. 16 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/akne-misi-gamomtsvevi-mizezebi/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  როგორ შეიცვალა მაკიაჟის ტენდენციები დროთა განმავლობაში
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის