გრიპის ვაქცინაცია საქართველოში - ექიმი აკეთებს უფასო ვაქცინას პაციენტს

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება – იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინა, ქვეყნის მასშტაბით, გაიკეთონ.

პირველ ეტაპზე, უფასო ვაქცინაცია იმ ჯგუფებს ჩაუტარდათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს. პროგრამა გაფართოვდა და უფასოდ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა იმ პირებსაც აქვთ, რომლებიც რისკ ჯგუფებში არ შედიან.

ჯანდაცვის სამინისტრომ, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისთვის, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულთა შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია, 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

- Advertisement -
Ad imageAd image

დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება. 16 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/sezonuri-gripis-satsinaaghmdego-uphaso-vaqtsinatsia-grdzeldeba/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  არ უნდა არსებობდეს მითი, რომ ვაქცინას თუ გაიკეთებ, სეზონური ვირუსი არ დაგემართება, მაგრამ საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს ამ დროს
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის