ვიტამინ B12 შემცველი საკვები პროდუქტები - თევზი და ზღვის პროდუქტები

ბოლო პერიოდში ახალგაზრდებშიც იმატა – რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის?

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

თემა: რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის?

ჰეპატოლოგი, თსსუ პროფესორი ნანა ლოლაშვილი საუბრობს:

,,ვიტამინ B12 დეფიციტური ანემია. ეს არის ადისონ ბირმერის დაავადება, რომელიც თავის დროზე ავთვისებიან დაავადებად ითვლებოდა. 100 წლის წინ ამ დაავადების მიზეზი დადგენილი არ იყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი გარეგანი და შინაგანი ფაქტორის დეფიციტია. გარეგანი ფაქტორი არის ვიტამინი B12, რომელსაც ჩვენ საკვების სახით ვიღებთ და შინაგანი ფაქტორი, – მასზე მოქმედებს კუჭნაწლავის მდგომარეობა.”

ასაკთან ერთად B12-ის დეფიციტი მატულობს.

ეს დაავადება ასაკოვანი ადამიანების დაავადებად ითვლებოდა. ბოლო პერიოდში ახალგაზრდებშიც იმატა, ვეგეტარიანელობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი

B12-ს ძირითად ცხოველური პროდუქტებიდან ვიღებთ (თევზი, ზღვის პროდუქტები), ასევე  მცირე რაოდენობით კვერცხიდან. გამომდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებებიდან, რომელიც ასაკს ახლავს თან, როგორიც არის პირის ღრუს მდგომარეობა და ა.შ. ნაკლებად ღებულობენ ცხოველურ საკვებს; კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა.

ჩვენ 5 წლის მარაგი გვაქვს, 3-5 წლის განმავლობაში რომ არ მივიღოთ ბ12, შესაძლოა, დეფიციტი არც გამოვლინდეს, ასაკში ხანგრძლივი დროით იღებენ კუჭის სიმჟავის დასაქვეითებელ პრეპარატებს, რაც ხელს უშლის B12-ის შეწოვას. ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საფაღარათო საშუალებებს ღებულობენ, რაც ასევე ხდება რკინადეფიციტური ანემიის და B12-ის განვითარების მიზეზი.”

- Advertisement -
Ad imageAd image

ხშირად ვიტამინ B12-ის დეფიციტი ვითარდება ნელ-ნელა, გვგონია, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ასაკთან.

სიმპტომატიკა:

ენის წვერის წვა, დვრილების ატროფია, გემოს დაკარგვა, შემდეგ ემატება გლოსიტი, კუჭის სიმჟავე ქვეითდება. ხელებზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, სახის შეშუპება, ჰაერის უკმარისობა, ყაბზობა, ფაღარათი, მენტალური პრობლემები.

ზოგადი ჩივილები

საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა.

ეს ყველა სხვა ანემიისთვისაცაა დამახასიათებელი. ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, შედარებით განსხვავებულია, რაც B12-ის დეფიციტის ამოცნობაში დაგვეხმარება“.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). ბოლო პერიოდში ახალგაზრდებშიც იმატა – რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის?. 20 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/bolo-periodshi-akhalgazrdebshits-imata-ra-kavshiria-vitamin-b12-is-dephitsitsa-da-asaks-shoris/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ანემია და დაღლილობა — როგორ უკავშირდება მენსტრუაციული დარღვევები რკინის დეფიციტს
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის