სიცივის ალერგიის ტესტი ყინულით ხელზე

როგორ განვასხვავოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან?

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

თემა: როგორ უნდა გავარჩიოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან?

იმუნოლოგ-ალერგოლოგი დავით თელია საუბრობს:

„სიცივის ალერგია ეს არის ურტიკარული გამონაყარი, რაც არ უნდა შეგვეშალოს სიცივისგან გამოწვეულ გამოშრობაში. სიცივის ალერგიის გატესტვა მარტივად არის შესაძლებელი, ავიღოთ ყინულის ნაჭერი, გავახვიოთ მარლაში და დავიდოთ ხელზე. დაახლოებით 5-10 წუთში თუ გამოვლინდა ალერგია, ეს ნიშნავს იმას, რომ სიცივის ალერგიასთან გვაქვს საქმე, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია სიცივის ანტისხეულებთან. 

- Advertisement -
Ad imageAd image

იმუნური სისტემა რეაგირებს სიცივეზე და წარმოქმნის ანტისხეულებს. 

არის ინფექციები, რომლებიც ძალიან ხშირად წინ უსწრებენ სიცივის ანტისხეულების წარმოქმნას. ერთ-ერთი გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა მიკოპლაზმა, რომელსაც ახასიათებს სიცივის აგლუტინინების პროდუქცია. პირველ რიგში, იტესტება მიკოპლაზმური ინფექცია, თუ აღმოჩნდა, რომ მიკოპლაზმური ინფექციაა, მაშინ ინიშნება მაკროლიდური ანტიბიოტიკები, რომელიც ატიპიურ მაკროფლორაზე მოქმედებს და ამით გვარდება პრობლემა. შეიძლება, ჰეპატიტმა (C და B) იმუნური სისტემა განაწყოს სიცივის აგლუტინინების წარმოქმნაზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ანალიზების გაკეთება, ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება“.  

#datashvil

#drpkhakadze

- Advertisement -
Ad imageAd image

#SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). როგორ განვასხვავოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან?. 20 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/rogor-ganvaskhvavoth-sitsivis-alergia-kanis-simshralisgan/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რა იწვევს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიას?
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის