სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია საერთაშორისო შეხვედრაზე

სოციალური დაცვის მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი პროექტები და გამოწვევები

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს, რადიმ ირსენს შეხვდა, –  ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, უცხოელ კოლეგას, სამინისტროს პრიორიტეტები და მიმდინარე საქმიანობა გააცნო.

„ისაუბრეს სოციალური დაცვის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და გამოწვევებზე.განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.

ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამინისტროს სწორად დასახული პრიორიტეტები აქვს.

- Advertisement -
Ad imageAd image

„ჩვენ ვითანამშრომლებთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. განვიხილეთ სოციალური დაცვის სისტემები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები. ჩეხეთის მხარემ ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა, რათა ჩვენი სოციალური სისტემები კიდევ უფრო დაუახლოვდეს ერთმანეთს. შევთანხმდით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე და ჩეხეთის მხრიდან სოციალური პროექტების მხარდაჭერაზე“,-აღნიშნულის შესახებ თამილა ბარკალაიამ განაცხადა.

შეხვედრას ჩეხეთის რეგიონული განვითარების წარმომადგენელი იანა ზელინგეროვაც ესწრებოდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

#datashvil

#drpkhakadze

- Advertisement -
Ad imageAd image

#SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). სოციალური დაცვის მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი პროექტები და გამოწვევები. 18 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/sotsialuri-datsvis-mimarthulebith-arsebul-mnishvnelovan-proeqtebi-da-gamotsvevebi/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ქართველი დიზაინერი, გიორგი ქებურია ლონდონის მოდის კვირეულზე
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის