ძილის დარღვევა თანამედროვე ქალების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ადამიანთა ნახევარზე მეტი უჩივის, რომ ისე კარგად ვერ სძინავთ, როგორც სურთ. ეს შეიძლება იყოს დროებითი ეპიზოდი ან ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც სერიოზულად აისახება ჯანმრთელობაზე, გუნება-განწყობასა და ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე.
ამ სტატიაში ვესაუბრებით ძილის დარღვევის მიზეზებს, მის ტიპებსა და შედეგებს, აგრეთვე კონკრეტულ რეკომენდაციებს, როგორ გამოვასწოროთ ძილი და დავიბრუნოთ სასურველი მშვიდი დასვენება.
რა არის ინსომნია და როგორი სახის ძილის დარღვევა არსებობს
მედიცინაში უძილობას ინსომნიას უწოდებენ. ექიმი-ფსიქიატრი უშანგი ბენიძის განმარტებით, ხანგრძლივობის მიხედვით განსხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
მწვავე ინსომნია – ეს არის ხანმოკლე პროცესი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით ან სტრესით, როგორც, მაგალითად, გამოცდების წინა ღამეებში, ოჯახურ პრობლემებში ან სამსახურში კონფლიქტებში. მწვავე ინსომნია სამ თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება და ხშირად თავისით გამოსწორდება მას შემდეგ, რაც სტრესული ფაქტორი აღარ იმოქმედებს.
ქრონიკული ინსომნია – გრძელდება სამ თვეზე მეტხანს და იწვევს ორგანიზმის ფსიქიკურ და ფიზიკურ გამოფიტვას. ის უარყოფითად მოქმედებს ჩვენს შემეცნებასა და ქცევაზე, აუარესებს მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას. მეხსიერების გაუარესების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ქრონიკული უძილობაა.
მიზეზის მიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორეულ ინსომნიას. პირველადი ძილის დარღვევა დამოუკიდებლად ვითარდება და არა რომელიმე დაავადების გამო. მეორეული უძილობის დროს მიზეზია უკვე არსებული დაავადებები, მაგალითად, ნევროზი, დეპრესია, სუნთქვის დარღვევა ან ფსიქოტროპული პრეპარატების მიღება.
ვის აქვს ძილის დარღვევის განვითარების მაღალი რისკი
ზოგიერთი ფაქტორი და ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად ზრდის ინსომნიის განვითარების ალბათობას. ადამიანები, რომლებსაც ძილის დარღვევის მაღალი რისკი აქვთ:
- მაღალი სტრესის მქონე პირები – ქრონიკული სტრესი ძილის ერთ-ერთი მთავარი მტერია
- ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანები – სასურველია პაციენტის მენტალური ჯანმრთელობის შეფასება
- ხშირი მოგზაურები – რომლებსაც ხშირად უწევთ სხვადასხვა სააათო ზონაში მოგზაურობა
- მოუწესრიგებელი სამუშაო გრაფიკის მქონე პირები – განსაკუთრებით, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ
- დაბალი შემოსავლის მქონე პირები – ფინანსური სირთულეები ბუნებრივად იწვევს სტრესს
- მჯდომარე ცხოვრების სტილის მქონე ადამიანები – ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ხელს უშლის ბუნებრივ ძილს
რამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა
უძილობის ჩამოყალიბებას შეიძლება ხელი შეუწყოს მრავალმა ფაქტორმა, როგორც ჯანმრთელობის პრობლემებმა, ისე ცხოვრების ჩვევებმა. ვნახოთ ძირითადი მიზეზები:
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზები
ძილის აპნოე – ძილის დროს სუნთქვის უნებლიე შეჩერება 10 წამით და მეტით, რაც საათში 10-ჯერაც კი შეიძლება მოხდეს. ეს პრობლემა საჭიროებს ექიმის კონსულტაციას და სპეციალურ მკურნალობას.
სიმსუქნე – ზედმეტი წონის ადამიანებს წოლისას უმეტესად უჭირთ სუნთქვა, რის გამოც ხშირად ეღვიძებათ. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შეიძლება გამოიწვიონ ქოშინი, თავის ტკივილი მაღალი წნევის გამო, სიმძიმის შეგრძნება კეფის არეში და სხვა დისკომფორტი, რაც, თავის მხრივ, უძილობამდე გვიყვანს.
მენოპაუზა – ამ პერიოდში ქალის ორგანიზმი ჰორმონულ სტრესს განიცდის, რაც ძილის დარღვევის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ხდება. ცხელი შეტევები, ღამის ოფლიანობა და ჰორმონალური ცვლილებები მნიშვნელოვნად უშლის ხელს ნორმალურ ძილს.
ენდოკრინული დაავადებები – ჰორმონების დისბალანსი, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ასევე შეიძლება იყოს ინსომნიის მიზეზი.
ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები
ძილის წინ დანაყრება (განსაკუთრებით ცხიმიანი საკვებით) – ამ შემთხვევაში მონელებას უფრო მეტი დრო სჭირდება, რასაც გულძმარვამდე და შებერილობამდე მივყავართ. ძილის წინ ყავის, ჩაის, ენერგეტიკული სასმელების მიღება – კოფეინის სტიმულირებადი ეფექტი რამდენიმე საათი გრძელდება.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და ძილის დარღვევის მიზეზები შეიძლება კომბინირებული იყოს.
ქრონიკული უძილობის შედეგები ჯანმრთელობისთვის
თუ ძილის დარღვევა დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა აღმოცენდეს სერიოზული პრობლემები, რომლებიც გ
იხილეთ ასევე: Მასაჟი ტკბილი და მშვიდი ძილისთვის
იხილეთ ასევე: გინდათ იცოცხლოთ 100 წლამდე? დაიმახსოვრეთ ხანგრძლივი ცხოვრების 7 წესი!
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სილამაზე. (2026). ძილის დარღვევის მიზეზები და გამოსწორების გზები. 23 სექტემბერი, 2026. https://shenisilamaze.ge/ძილის-დარღვევა-ამას-მრავ/



