მზის ამოფრქვევის ილუსტრაცია კორონალური მასის გამოფრქვევით

მზეზე ბოლო წლებში ყველაზე დიდი ამოფრქვევა მოხდა

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
მზის აქტიურობის გაძლიერების ფონზე კანის სწორი დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეფექტური SPF და ანტიოქსიდანტების გამოყენება არის ყოველდღიური მოვლის საფუძველი.
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მზეზე წარმოუდგენლად მასშტაბური ამოფრქვევა მოხდა.

14 დეკემბერს, მზის აქტიური ლაქის რეგიონმა, სახელად AR 3514, X2.8 კლასის მზის ანთება ამოაფრქვია; ეს გახლავთ ამოფრქვევის ყველაზე ძლიერი კატეგორია, რაც კი ჩვენს ვარსკვლავს ძალუძს. ამოფრქვევა ყველაზე ძლიერი იყო მზის ამჟამინდელ ციკლში და ყველაზე მძლავრი 2017 წლის სექტემბრის შემდეგ.

მოვლენამ სამხრეთ ამერიკის თავზე რადიოსიგნალთა საშუალო დონის ჩახშობა გამოიწვია — მაღალი სიხშირის რადიოსიგნალთა დროებითი დეგრადაცია ან სრული ჩახშობა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში.

ამავე დროს, მზეზე კორონალური მასის ამოფრქვევაც (CME) მოხდა; ამ მოვლენის დროს, მზე თავის სისტემაში მილიარდობით ტონა პლაზმას და მაგნიტურ ველს გამოტყორცნის და მზის ეს ნაწილაკები გზადაგზა შემხვედრ ყველა ობიექტს ეცემიან.

- Advertisement -
Ad imageAd image

ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება დედამიწამდეც მოაღწიოს. აშშ-ის ატმოსფეროსა და ოკეანის ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA) ამჟამად იკვლევს, შეიძლება თუ არა, რომ ამ მოვლენამ დედამიწაზე საშუალო მასშტაბის გეომაგნიტური შტორმი გამოიწვიოს.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). მზეზე ბოლო წლებში ყველაზე დიდი ამოფრქვევა მოხდა. 18 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%94%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%96/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობა
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის