შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი ცხოვრების წესიიცით თუ არა, რომ… ადა­მი­ან­თა უმრავლესობას, რომ­ლებ­საც ჭარ­ბი რაოდენობით ბაქ­ტე­რი­ე­ბი აქვთ შარდში,...

იცით თუ არა, რომ… ადა­მი­ან­თა უმრავლესობას, რომ­ლებ­საც ჭარ­ბი რაოდენობით ბაქ­ტე­რი­ე­ბი აქვთ შარდში, სიმპტომები არ აწუ­ხებს და მკურნალობაც არ ესა­ჭი­რო­ე­ბა

იცით თუ არა, რომ…

ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას, რომ­ლებ­საც ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით ბაქ­ტე­რი­ე­ბი აქვთ შარ­დში, სიმ­პტო­მე­ბი არ აწუ­ხებს და მკურ­ნა­ლო­ბაც არ ესა­ჭი­რო­ე­ბა.

უსიმ­პტო­მო ბაქ­ტე­რი­უ­რია

უსიმ­პტო­მო ბაქ­ტე­რი­უ­რი­ის დროს შარ­დში ბაქ­ტე­რი­ე­ბი ნორ­მა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­თა­ა, მაგ­რამ სიმ­პტო­მე­ბი არ ვლინ­დე­ბა.
ამ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­გორც წე­სი, არ მკურ­ნა­ლო­ბენ, რად­გან გარ­თუ­ლე­ბე­ბი იშ­ვი­ა­თი­ა, ხო­ლო ბაქ­ტე­რი­ე­ბის მო­შო­რე­ბა – საკ­მა­ოდ რთუ­ლი. ასე­ვე, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მში მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის ბა­ლან­სის მოშ­ლა გა­მო­იწ­ვი­ოს და ზოგ­ჯერ ისე­თი ბაქ­ტე­რი­ე­ბი გამ­რავ­ლდეს, რო­მელ­თა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მკურ­ნა­ლო­ბაც კი­დევ უფ­რო რთუ­ლი­ა.

გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გე­ნენ ისი­ნი, ვი­საც სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის დი­დი რის­კი აქვს. ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი­ა: ორ­სუ­ლო­ბა, გა­და­ნერ­გი­ლი თირ­კმე­ლი, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დამ­თრგუნ­ვე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა ან დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი (შიდ­სის, ზო­გი სიმ­სივ­ნის, სის­ხლის თეთ­რი უჯ­რე­დე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გა­მო). მა­გა­ლი­თად, ცის­ტი­ტის დროს შე­იძ­ლე­ბა ინ­ფექ­ცია აღ­მა­ვა­ლი გზით, თირ­კმ­ლებ­ში გავ­რცელ­დეს და პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს, რაც ძა­ლი­ან სა­ში­შია ორ­სუ­ლე­ბის­თვის. ამ დროს შე­საძ­ლოა ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბაც კი და­იწყ­ოს. სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ამ, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დად და­ა­ზი­ა­ნოს ერ­თი ან ორი­ვე თირ­კმე­ლი გა­და­ნერ­გვის შემ­დეგ. რა­ი­მე მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბის ან და­ა­ვა­დე­ბის გა­მო იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბი­სას სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა სის­ხლის ინ­ფი­ცი­რე­ბაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად სა­სიკ­ვდი­ლო­ა. ზოგ­ჯერ იმუ­ნუ­რი სის­­ტე­მა კი­ბოს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­დე­გაც ით­რგუ­ნე­ბა. უსიმ­პტო­მო ბაქ­ტე­რი­უ­რი­ის მკურ­ნა­ლო­ბა სა­ჭი­როა ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­საც თირ­კმლის კენ­ჭე­ბის ზო­გი­ერ­თი სა­ხე აღე­ნიშ­ნე­ბათ, მა­თი მო­შო­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა და სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი ხში­რად ვი­თარ­­დება.

პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები