პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიუსაფრთხო მომსახურებასატრანსპორტო საშუალება საჩუქრად აჭარის მთავრობამ გადასცა - დღის ცენტრის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის...

სატრანსპორტო საშუალება საჩუქრად აჭარის მთავრობამ გადასცა – დღის ცენტრის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, თინათინ ზოიძემ, სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და დღის ცენტრს მიკრო-ავტობუსი გადასცეს, რომელიც ბენეფიციარებს მოემსახურება. სატრანსპორტო საშუალება საჩუქრად აჭარის მთავრობამ გადასცა.
რეაბილიტაციის ცენტრ ,,თანაში“ ფუნქციონირებს:
• დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის, რომელშიც ჩართულია 6-დან 18 წლამდე ასაკის 25 ბავშვი;
• დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომელშიც ჩართულია 18-25 წლამდე ასაკის 25 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
დღის ცენტრებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ტრანსპორტირებით, ორჯერადი კვებით, ფსიქოლოგის, სპეც. პედაგოგების, ოკუპაციური თერაპევტის, მუსთერაპევტის, ერგოთერაპევტის მომსახურებით. ასევე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთათვის ნევროპათოლოგების, თერაპეტების, მასაჟისტების, ლოგოპედის დახმარებით ხდება მთი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
დღის ცენტრის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები