ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმედიკამენტებზე დაზოგილი მილიონები...

მედიკამენტებზე დაზოგილი მილიონები…

სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე გადაცემაში „ბიზნესპოსტი“
2024 წლიდან 8 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტს მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მიიღებენ.

ამავდროულად გრძელდება მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის რეფორმაც. არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს ის სრულად გავრცელდეს ფარმაცევტულ სექტორზე.

ჯანდაცვის სამინისტრო, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, რეფორმებს აგრძელებს. უწყებამ, ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“  გააფორმა ხელშეკრულება.

ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გაფორმდა კომპანია „როშესთან“.

„გრძელდერბა რეფორმები, ფარმასექტორში ინოვაციურ მედიკამენტებზე მსგავსი ტიპის ხელშეკრულებების გაფორმება რეკომენდებულია სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ, მსოფლიო ბანკის მიერ იყო მათ შორის საქართველოსთვის რეკომენდებული, ეს გახლავთ ინოვაცია, სადაც ბაზარზე გენეტიკი არ არსებობს, ამიტომ ერთადერთი მექანიზმი, სადაც ფასის დაკლება არის შესაძლებელი, ეს გახლავთ პირდაპირი მოლაპარაკება კომპანიასთან და ამ მხრივ პირველ რიგში მოსახლეობა და პაციენტი, ვისაც მსგავსი მედიკამენტი ესაჭიროება, მიიღებს უფრო მეტ ბენეფიცს იმ მხრივ, რომ მისთვის საჭირო მედიკამენტები წლის მანძილზე დაფინანსდება და მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტი დაზოგავს ხარჯებს, რადგან ფასდაკლებებს ვაღწევთ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებით სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებთან“, – განაცხადა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სულაბერიძემ.

მისი თქმით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“ პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა

„ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“ პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია. უწყებამ, ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“  გააფორმა ხელშეკრულება.

მომავალ წელსაც უნდა ველოდოთ ამ ტიპის ხელშეკრულებების გაფორმებას ინოვაციურ ფარმაცევტულ პროდუქტზე. ონკოლოგია იყო პირველი მიმართულება, რადგან ერთ-ერთი პირველი დანახარჯი იყო, სახელმწიფოს ამ მიმართულებით ჰქონდა მსგავსი ტიპის მედიკამენტებზე. შესაძლოა, ეს გავრცელდეს სხვა ტიპის დაავადებებზეც.

პროგნოზული  მოპნაცემებით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს ანალიზს, საშუალოდ 40-45 %-ით ამცირებს რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი საცალო ფასებს ბაზარზე მედიკამენტებზე“, – განაცხადა ლელა სულაბერიძემ.

„რაც შეეხება დადასტურებულ ფაქტებს,  მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, ეს არის საქტატის მონაცემები, რომელიც ასევე აჩვენებს წლის მანძილზე უწყვეტად მედიკამენტებზე ფასების კლებას, ინფლაციას, განსაკუთრებით იმ ჯგუფებზე, რომელთაც რეფერენტული ფასწარმოქმნა შეეხო. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, აღნიშნული მექანიზმი მთავარი მიზნის მისაღწევად, რაც დასახული ჰქონდა სამინისტროს, – მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე დანახარჯი შეემცირებინა და უფრო მეტად გამხდარიყო ხელმისაწვდომი, ამ მიზანს ამართლებს. მეორე მექანიზმი გახლავთ თურქეთიდან პროაქტიული წესით მედიკამენტების შემოტანა. ორივე ეს ერთად მუშაობს და ვიღებთ ეფექტს, რასაც საქტატის მონაცემები დადასტურებულად აჩვენებს. თავდაპირველად ეს შეეხო ქრონიკული დაადავებების სამართავ მედიკამენტებს, რასაც სახელმწიფო აფინანსებდა. შემდეგ ეტაპობრივად გავრცელდა სხვა ტიპის მედიკამენტებზეც, სამინისტროს მიერ დასახულ მიზანს, რომ მოიცვას ბაზარზე აქტიურად მბრუნავი მედიკამენტები, მომავალ წელსაც განახორციელებს სამინისტრო. უმეტესობა უკვე მოცულია, ძირითადად ეს არის რეცეპტორული მედიკამენტები, რასაც მიმდინარე წელს რეფორმა შეეხო. მომავალ წელს უკვე არარეცეპტორულ მედიკამენტებსაც შეეხება, რაც აქტიურად ბრუნავს ბაზარზე“, – აღნიშნა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სულაბერიძემ.

„რაც შეეხება ფასნამატებს, ეს გახლდათ ის მედიკამენტები, რომლებიც არ შედიოდა რეფერენტულში, მაგრამ ახლა მედიკამენტები კვლავ დაემატა არსებულ კატალოგს. სიაში უკვე შეტანილია ეს მედიკამენტები. მსგავსი ტიპის ანალიზი მუდმივად კეთდება სამინისტროში, ვიდრე რეფერენტული ფასწარმოქმნა კონკრეტულ მედიკამენტზე დაწესდება. ჩვენ ვუყურებთ, განსაზღვრული ფასი რამდენად მოახდენს საბითუმო ფასებზე იმპორტის ფასთან მიმართებაში, რა შედეგს მოგვცემს და ასევე რა გავლენა ექნება საცალო ფასებზე.

გამვლენილი ანალიზის დროს აღმოჩნდა, რომ მაღალი ფასები იყო, განსაკუთრებით ბოლოს ძალაში შესულ მედიკამენტებზე. გადავწყვიტეთ, რომ გამოგვექვეყნებინა“, – განაცხადა ლელა სულაბერიძემ.

მისივე თქმით, თითოეულ რეფორმას უტარდება ანალიზი…

„თითოეულ რეფორმას უტარდება ანალიზი, თუ რა ხდება სექტორში, რათა შედეგების კვალდაკვალ ვიაროთ და სადაც ჩარევაა საჭირო, რომ შესაბამისად ვიმოქმედოთ. შესაბამისად, მარაგებზე და დეფიციტზე ინფორმაცია ანალიზდება სამინისტროში. დღესდღეობიოთ ბაზარზე დეფიციტი არ არსებობს. სადაც დეფიციტის რისკები არსებობდა და კონკრეტულ მოლეკულას ბაზარზე, შესაძლოა, არ ჰქონოდა არსებობის შესაძლებლობა, მსგავსი ტიპის მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიოას აქვს გამონაკლისის პროცედურა. გამონაკლისის შემთხვევებში მივდივართ ასევე ფარმაცევტულ კომპანიებთან, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვამბობთ, რომ რეფერენტული ქვეყნებიდან ფასების ანალიზით ეს ფასებია, თუ ვერ ახერხებთ მედიკამენტის აღნიშნულ ფასად შემოტანას, რა იქნება გონივრული ფასი. ამ შემთხვევაში ხდება სხვა ქვეყნების მოშველიებაც, რათა კომპანიასთან უფრო მეტად გვქონდეს მოლაპარაკების შესაძლებლობა, რომ ფასი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი საქართველოს მოსახლეობისათვის“, – აღნიშნა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა.

მისი თქმით, რეფორმის დაწყებიდან დღემდე მსგავსი პრტეცედენტები იყო.

„რეფორმის დაწყებიდან დღემდე მსგავსი პრტეცედენტები იყო. რამდენიმე მედიკამენტზე, რაზეც მიღწეული იყო კონსენსუსი ფარმაცევტულ კომპანიასთან, შესაბამისად მედიკამნტების ქვეყანაში შემოსვლა გაგრძელდა“, – განაცხადა ლელა სულაბერიძემ.

„რაც შეეხება DRG სისტემას,  საკმაოდ ეფექტური მექანიზმია, ამას ბევრი განვითარებული ქვეყანაც ამბობს, სადაც ეს მეთოდია დანერგილი. ეს პროგრამა კარგია მოსახლეობისთვის ჯიბიდან გადახდის შემცირების კუთხით.

მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DGR დაფინანსების მოდელი გავრცელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე, თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტამ რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობასაც შეამცირებს…“ – აღნიშნა ლელა სულაბერიძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წლის დეკორაციები ქანთრი სტილში

სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წლის დეკორაციები ქანთრი სტილში

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები