ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedფერად ბუშტებში მავნე ნივთიერებები დაფიქსირდა - „თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები, გთხოვთ,...

ფერად ბუშტებში მავნე ნივთიერებები დაფიქსირდა – „თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები, გთხოვთ, დაგვიბრუნოთ“

კომპანია „სამი ძმა“ აცხადებს, რომ შეწყვიტეს ორი დასახელების ბუშტის იმპორტი და რეალიზაცია, ვინაიდან ამ პროდუქციაში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას აჭარბებდა. უკვე გაყიდულ ბუშტებს კი კომპანია უკან იბრუნებს.

„ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა.

თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები [იხილეთ ფოტო] გთხოვთ, დაგვიბრუნოთ „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში 60 დღის ვადაში. პროდუქციის უკან დაბრუნება შესაძლებელია 2024 წლის 9 მარტამდე.

საუბარია ბუშტზე, სერია/მარკა AUF-20 და ბუშტი XIONG FENG“ – აცხადებს კომპანია.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  სტამბოლში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-15 შეხვედრა გაიმართა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები