კოსმეტიკური პროდუქტები და შემადგენლობის ეტიკეტი პარაბენების მითითებით

პარაბენები კოსმეტიკაში – რა უნდა ვიცოდეთ თანამედროვე კონსერვანტების შესახებ

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
3 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

პარაბენები კოსმეტიკაში დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე განხილული თემაა, როდესაც საქმე ეხება კანის უსაფრთხოებასა და ჯანსაღ მოვლას. ეს ქიმიური კონსერვანტები, რომლებიც თითქმის ყველა კოსმეტიკურ და ფარმაცევტულ პროდუქტში გვხვდება, დიდი ხნის განმავლობაში უსაფრთხოდ ითვლებოდა, თუმცა თანამედროვე კვლევები სულ სხვა სურათს გვიხატავს.

მწარმოებლები პარაბენებს იყენებენ, რათა კოსმეტიკური საშუალებები დაიცვან ბაქტერიებისა და სოკოებისაგან, გაზარდონ ვარგისიანობის ვადა და შეამცირონ ფასი. მაგრამ ჯანმრთელობის ფასად – ამაზე საუბრობენ რიგი მეცნიერული გამოკვლევები, რომლებიც კავშირს აჩენენ პარაბენებს და სხვადასხვა ჰორმონალურ დარღვევას შორის.

image-from-rawpixel-id-1209849-jpeg-300x200.jpg

რა არის პარაბენები და სად გვხვდება

პარაბენები არის ხელოვნური კონსერვანტები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკურ და ფარმაცევტულ პროდუქტებში. ისინი შედის შამპუნების, კრემების, მაზების, კბილის პასტების, დეკორატიული კოსმეტიკისა და ბავშვის მოვლის საშუალებების შემადგენლობაში. მათი უმთავრესი როლია პროდუქტის დაცვა მიკროორგანიზმებისაგან და ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივება.

- Advertisement -
Ad imageAd image

პროდუქტის ეტიკეტზე პარაბენებს შეიძლება აღმოჩენოთ შემდეგი დასახელებებით: მეთილპარაბენი (Methylparaben), პროპილპარაბენი (Propylparaben), ეთილპარაბენი (Ethylparaben) და ბუტილპარაბენი (Butylparaben). სწორედ ეს უკანასკნელი ორი – ბუტილპარაბენი და იზობუტილპარაბენი – გამოირჩევიან განსაკუთრებით ძლიერი, ესტროგენის მსგავსი მოქმედებით.

სამწუხაროდ, წარწერა „საბავშვო” კოსმეტიკაზე სულაც არ ნიშნავს, რომ პროდუქტი პარაბენებისგან თავისუფალია. ზუსტი პასუხის მისაღებად აუცილებელია პროდუქტის ორიგინალ ეტიკეტზე (და არა ქართულად თარგმნილ ვარიანტზე) მითითებული შემადგენლობის ყურადღებით შესწავლა.

პარაბენების საერთო სახეობები

ყველაზე ხშირად გამოყენებული პარაბენები მოიცავს მეთილპარაბენს, რომელიც ყველაზე „მსუბუქად” ითვლება, და პროპილპარაბენს, რომელიც ძლიერი კონსერვირებადი მოქმედებით გამოირჩევა. თუმცა, როგორც კვლევები აჩვენებენ, თითოეული მათგანი, გარკვეული დოზით, სხეულში დაგროვებისას სხვადასხვა უარყოფით ეფექტს იწვევს.

პარაბენების ზეგავლენა ჯანმრთელობაზე

2004 წელს ბრიტანელმა ბიოლოგმა ფილიპ დარბრემ გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც კოსმეტიკური ინდუსტრია შეაშფოთა: ძუძუს კიბოს 20 ნიმუშიდან 19-ში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა პარაბენები. ეს აღმოჩენა მეცნიერებს საფუძველს აძლევდა ივარაუდებინათ, რომ კოსმეტიკური საშუალებებიდან, განსაკუთრებით დეზოდორანტებიდან, პარაბენები აღწევენ კანში, გროვდებიან ქსოვილებში და ხელს უწყობენ მუტაციებსა და პათოლოგიურ პროცესებს.

READ  რომელი რძის ნაწარმის სახის ნიღაბი არის სასარგებლო სახის კანისთვის

ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ს მოსახლეობის 90%-ის სისხლში, შარდსა და რძეში აღმოჩნდა პარაბენები. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ნივთიერებები რეალურად გროვდებიან ორგანიზმში და ახდენენ კუმულაციურ ეფექტს.

- Advertisement -
Ad imageAd image

პარაბენების მთავარი საფრთხე არის მათი ესტროგენის მსგავსი მოქმედება. ისინი ფსევდო-ესტროგენებად მოქმედებენ, რაც იწვევს ჰორმონალური წონასწორობის დარღვევას. ეს განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის – შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი სქესობრივი მომწიფება. ქალებში იზრდება საკვერცხის, ძუძუს და საშვილოსნოს კიბოს რისკი, ხოლო მამაკაცებში – სათესლე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების ალბათობა და სპერმატოგენეზის დაქვეითება.

ორსულობის პერიოდში განსაკუთრებული რისკი

ორსულობის დროს პარაბენების ზემოქმედება შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფის რეპროდუქციული სისტემის განვითარებაზე. ამიტომ ექიმები რეკომენდაციას უწევენ მომავალ დედებს, თავი შეიკავონ პარაბენების შემცველი კოსმეტიკის გამოყენებისაგან, ან მინიმუმამდე დაიყვანონ მისი რაოდენობა.

საერთაშორისო რეგულაციები და შეზღუდვები

2010 წლის დეკემბრიდან ევროკავშირის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ რეკომენდაცია გასცა კოსმეტიკაში პარაბენების შემცველობის მნიშვნელოვნად შემცირების თაობაზე. 2011 წელს დანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აკრძალა პარაბენების დამატება 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ საშუალებებში.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმაც დაადასტურა პარაბენების ტოქსიკურობა და კუმულაციის ეფექტი. ეს მონაცემები კანადელმა და ფრანგმა მეცნიერებმაც დაადასტურეს, განსაკუთრებით ხაზგასმით ჰორმონალურ სისტემაზე მავნე ზეგავლენის თაობაზე.

როგორ ავირჩიოთ უსაფრთხო კოსმეტიკა

პარაბენებისგან თავის დასაღწევად აუცილებელია გულდასმით წაიკითხოთ კოსმეტიკური პროდუქტების შემადგენლობა. ეძებეთ ეტიკეტზე სიტყვა „paraben” – თუ იგი რომელიმე ინგრედიენტის სახელწოდებაში ჩნდება, პროდუქტი პარაბენებს შეიცავს.

ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებლები აცხადებენ, რომ პარაბენების ჩანაცვლება სრულიადაა შესაძლებელი მცენარეული გამონაწვლილებით, რომლებიც

იხილეთ ასევე: როგორ უნდა გაირეცხოს ჩირი სწორად და რატომ არის ეს აუცილებელი. მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს. იზრუნეთ საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანებზე!

იხილეთ ასევე: სახის ნიღაბი ციტრუსისგან

იხილეთ ასევე: ვარდისფერი თაფლი სილამაზისთვის – ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალება

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2026). პარაბენები კოსმეტიკაში – რა უნდა ვიცოდეთ თანამედროვე კონსერვანტების შესახებ. 20 ოქტომბერი, 2026. https://shenisilamaze.ge/parabenebi/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2026 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის