მედიკამენტების გაძვირება და პაციენტის უფლებების დაცვა საქართველოში

„გამოიკვეთა, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მიზანშეუწონელი იქნებოდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოს არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია“ – ზურაბ აზარაშვილი

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რამ განაპირობა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფოს აშენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კლინიკის შენობა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

„ხუთი სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, სამწუხაროდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია. ასევე გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯების გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. ისინი მუშაობდნენ დამოუკიდებელ საერთაშორისო მაკრედიტებელ კომპანიასთან ერთად, რომელიც ამავდროულად, იყო ჩვენი კონსულტანტი, თუ როგორი საერთაშორისო სტანდარტის უნდა იყოს ახალი კლინიკა. დასკვნის მიხედვით გამოიკეთა, რომ ყველა საჭირო და აუცილებელი სამუშაოების შემთხვევაში, რომელიც კლინიკაში ჩასატარებელია, ამ კლინიკის რეაბილიტაცია არახარჯეფექტური და მიზანშეუწონელი იქნებოდა. შედეგად, ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს ორი შენობის გარკვეული ნაწილის დატოვება. ძირითადი სამკურნალო კორპუსი რაც არის, იქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი აშენდება. იქნება 500 საწოლზე გათვლილი და ყველა ის მიმართულება თუ პროფილი ექნება, რაც აუცილებელია მრავალპროფილური კლინიკისთვის.

რამდენიმე დღის წინ ძლიერი ქარის დროს რესპუბლიკური საავადმყოფოს ფასადმა დაიწყო ცვენა, კონსტრუქცია არის საკმაოდ ამორტიზებული. ამ ნაწილში გვაქვს კიდევ ერთი დამატებითი დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, სადაც მითითებულია, რომ გადაუდებლად აუცილებელი, საჭიროა აღნიშნული ფასადის დემონტაჟი. შესაბამისად, მთავრობაზე მივიღეთ თანხმობა, რომ დავიწყებთ არსებული ფასადის სადემონტაჟო სამუშაოებს“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონი ლარს შეადგენს, სამუშაოები კი 36-დან 48 თვემდე გაგრძელდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

„თანხის ნაწილი მობილიზებული იქნება ჩვენი სახსრებიდან, ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საჭიროების შემთხვევაში, დონორები მზად არიან, ჩაერთონ როგორც აღჭურვის, ასევე მშენებლობის ნაწილში. ჯერ ასეთი საჭიროება არ იკვეთება“, – განაცხადა მინისტრმა.

READ  კერძო კლინიკებში DRG მოდელით მუშაობა პრობლემურია“ - ონკოქირურგები ტარიფების ცვლილებას ითხოვენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). „გამოიკვეთა, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მიზანშეუწონელი იქნებოდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოს არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია“ – ზურაბ აზარაშვილი. 22 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის